სიახლეების
სტატიები
11 ნაპოვნი შედეგები
1 - 11  11 შესეგი

უფასო იურიდიული დახმარება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

კრიზისული ცენტრები - მნიშვნელოვანი მომსახურება ძალადობის მსხვერპლებისთვის

ხუთშაბათი, 7 მარტი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის სრულფასოვანი მომსახურებების შექმნასა და გამართვაში ეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ოთხშაბათი, 15 აგვისტო, 2018 წელი

2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

ბიზნესი აძლიერებს ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს

ორშაბათი, 8 იანვარი, 2018 წელი

14-წლიანი პაუზის შემდეგ 5 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. ლიკა 37 წლისაა და საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს. როცა 2 წლის წინ მოძალადე ქმარს გაშორდა, მძიმე, სტრესულ მდგომარეობაში იყო.

სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა გაძლიერდა

ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 წელი

2016 წლის ნოემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულიპ როექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის ოთხ რეგიონულ ოფისში გენდერის სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა.

საქართველოს პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აქტიურ პოზიციას იკავებს

პარასკევი, 25 აგვისტო, 2017 წელი

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რა ღონისძიებები ხორციელდება უწყებაში ამ კუთხით და როგორია მისი სამომავლო გეგმები? გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია ესაუბრა.

რაგბის სოციალური ძალა

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 წელი

ფლავი, საქართველო - ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი სკოლასთან ახლოს, მინდორში რაგბის მხიარულად თამაშობს. დღეს მათი მწვრთნელები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები არიან.

ცხოვრება გადარჩენის შემდეგ

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 წელი

უკვე 2 წელია 35 წლის თამუნას დილა განსხვავებულად იწყება: შვილებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს და შემდეგ თავადაც სამსახურში მიიჩქარის. თამუნა ოფისის მენეჯერად მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს.

სპექტაკლმა, რომელიც ქალთა უფლებების მიმართ არსებულ მიდგომებს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო

სამშაბათი, 3 იანვარი, 2017 წელი

2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია მერვედ გაიმართა. ოთხიდან სამი მთავარი ჯილდო სპექტაკლ „ლისისტრატეს“ გადაეცა, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეძღვნება.

ახალი ცხოვრება ძალადობის გარეშე

პარასკევი, 20 მაისი, 2016 წელი

29 წლის მარიამი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთ-ერთ თავშესაფარში 8 წლის გოგონასთან ერთად უკვე 6 თვეა ცხოვრობს. მოძალადე ქმართან 5 წელი დაჰყო. იმის გამო, რომ სიძე თავიდანვე არ მოსწონდა, მარიამის დედა მსხვერპლ შვილს უკან არ იღებდა, სხვა წასასვლელი კი მას არსად ჰქონდა.

ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები ქართველი ჟურნალისტების თვალით

ხუთშაბათი, 1 მაისი, 2014 წელი

მსახიობებმა და დრამატურგებმა ინტერაქტიული დოკუმენტური თეატრის დახმარებით ცხოვრებისეული ისტორიები წარმოადგინეს. ეს ისტორიები იმ ჟურნალისტებს ეკუთვნით, რომლებმაც გენდერულად სენსიტიურ რეპორტინგში UN Women-ის ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს.

1 - 11  11 შესეგი