სიახლეების
სტატიები
31 ნაპოვნი შედეგები
21 - 31  31 შესეგი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საზოგადოებას გენდერული თანასწორობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აცნობს

სამშაბათი, 8 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ახლახან მიღებული 2016-2017 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრას მოიცავს.

გენდერული თანასწორობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღის წესრიგში

სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუღებელი საქციელის, მათ შორის ჩაგვრის, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრების შეტანისა და განხილვის პროცედურების დანერგვაზე მუშაობს.

მთავრობამ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ორი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარასკევი, 12 აგვისტო, 2016 წელი

საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისთვის 2016-2017 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებში

შაბათი, 30 ივლისი, 2016 წელი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში პროგრამული ბიუჯეტირება 2012 წელს დაინერგა. ინიციატივა 2013 წლის 1 იანვრისთვის ადგილობრივი მთავრობებისგან პროგრამული ბიუჯეტების დანერგვასა და განხორციელებას მოითხოვდა, თუმცა სამი წლის შემდეგაც იგი კვლავ გამოწვევად რჩება. ეს სიახლე სათანადო დაგეგმვას, ბიუჯეტირებასა და განხორციელების შესაძლებლობებს მოითხოვს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე.

თბილისის მუნიციპალიტეტში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის შედეგები განიხილეს

პარასკევი, 1 ივლისი, 2016 წელი

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს უწყებებისთვის. აუდიტი ეხმარება მათ შიდაუწყებრივ პროცედურებსა და საქმიანობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში. თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოხატა მზადყოფნა და 2015 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნულ უწყებაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

სამშაბათი, 22 მარტი, 2016 წელი

2016 წლის 22 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისმა საქართველოში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საქმეები და სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, ოჯახში ძალადობა, ქალთა მკვლელობები, ადრეულ ასაკში ქორწინება და ა.შ.

ინოვაციური დაფინანსება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად

სამშაბათი, 22 დეკემბერი, 2015 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იანიკ გლემარეკი საერთაშორისო ფორუმს ინოვაციური დაფინანსების საკითხებზე მდგრადი განვითარებისთვის დაესწრო, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა.

კადრების მართვის პოლიტიკას ქალთა გაძლიერების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია

პარასკევი, 18 დეკემბერი, 2015 წელი

ტრენინგები ქალი თანამშრომლებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დაწინაურებას, გაუმჯობესებული სოციალური ბენეფიტები, „ღია კარის დღეები“, რომელთა თემა იქნება ქალები და უსაფრთხო სამუშაო პირობები - ეს ნაწილია გენდერული თანასწორობის გაზრდისკენ მიმართული იდეებიდან, რომლებიც სამინისტროების ადამიანური რესურსების მენეჯერების ერთობლივი ტრენინგის განმავლობაში გაჩნდა.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან

სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2015 წელი

2015 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, იანიკ გლემარეკთან.

გენდერული თვალსაზრისით სენსიტიური ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2015 წელი

29-30 ოქტომბერს საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების და ქალთა ორგანიზაციებისა და განვითარების კუთხით მომუშავე სამინისტროების წარმომადგენლების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.

ქალთა საჭიროებები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში

სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2015 წელი

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი უკვე ნაცნობი თემაა მარნეულის, თეთრი წყაროს, ზუგდიდის, გორისა და საჩხერის ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მუშა ჯგუფებმა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა, ამ ხუთ მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრინციპის გამოყენება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს.

21 - 31  31 შესეგი