სიახლეების
სტატიები
66 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
61 - 66  66 შესეგი

ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია „მოგზაურობა ქალთა უფლებებისთვის“ საქართველოს ეწვია

პარასკევი, 10 ივლისი, 2015 წელი

ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია „მოგზაურობა ქალთა უფლებებისათვის“ (R4WR) საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ერიკა კვაპილოვას, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ დაარსებულ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდნენ.

ტრენინგი შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და ბავშვების შესახებ საერთაშორისო კონვენციების გენდერულ ასპექტებზე

პარასკევი, 3 ივლისი, 2015 წელი

1-3 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის ქობულეთში შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და ბავშვების შესახებ საერთაშორისო კონვენციების გენდერული ასპექტების შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

სათემო თვითდახმარების ჯგუფი მარნეულის რეგიონში საბავშვო ბაღს ეხმარება

ორშაბათი, 15 ივნისი, 2015 წელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში, რომელიც მეტწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ადგილობრივი ქალების თვითდახმარების ჯგუფის მხარდაჭერით სათემო სახლი გარემონტდა. სახლი დამიაში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ადგილი გახდება. სოფელში ასეთი რამ პირველად მოხდა.

ქალი მთაში

ოთხშაბათი, 27 მაისი, 2015 წელი

ნანი მანაგაძე ყოველ დილას ცაგერში ჩასასვლელად რთული გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გადის. ქართული მაღალმთიანი სოფლების უმეტესობის მსგავსად, ნანის სოფელ გვესოშიც რაიონამდე სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ დილის 9 საათზე გადის, ხშირად კი მასში ყველა მგზავრისთვის ადგილი არც არის. მიუხედავად ამისა, 60 წლის ნანი ყოველდღე ცაგერისკენ ფეხით მიიჩქარის.

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა

ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2015 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა რეზიდენციაში მიღება გამართა და განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა ემმა ვოტსონთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

კვირა, 16 ნოემბერი, 2014 წელი

გაეროს ახალგაზრდა დელეგატმა და მამაკაცების სოლიდარობის კამპანიის HeForShe-ს წევრმა ლაშა შაყულაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ემმა ვოტსონთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო.

61 - 66  66 შესეგი