სიახლეების
სტატიები
66 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
41 - 60  66 შესეგი

ჩემი გადმოსახედიდან: „ტექნოლოგიებში ქალებისა და კაცების შესაძლებლობები თანაბარია“

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 წელი

ნინო ნანიტაშვილი 2013 წლიდან ჩართულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებასა და წახალისებაში.

ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

ხუთშაბათი, 9 თებერვალი, 2017 წელი

„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა ბავშვობიდან დაიწყეს.

სკოლების დირექტორთა ტრენინგში გენდერული საკითხების ჩასართავად გაეროს ქალთა ორგანიზაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსთან“ თანამშრომლობს

კვირა, 4 დეკემბერი, 2016 წელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 34-მა ტრენერმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ინტენსიური სწავლება გაიარა. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული. ტრენერები ახლადშეძენილ ცოდნას საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის აღნიშნულ საკითხებზე სწავლების ჩასატარებლად გამოიყენებენ.

ბიზნესკომპანიები გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აქტიურ მოქმედებას იწყებენ

პარასკევი, 2 დეკემბერი, 2016 წელი

2 დეკემბერს თბილისში გამართულ კონფერენციაზე ხუთმა ქართულმა კომპანიამ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამომავლო გეგმები წარადგინა. სწორედ ამ აქტივობების საფუძველზე გაფორმდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ეყრდნობა.

ქალთა უფლებების დამცველს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მიენიჭა

სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი 2014 წლიდან კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიის მხარდამჭერია. ღონისძიების ინიციატორია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და იგი ტრადიციულად 29 ნოემბერს - ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს ტარდება. პრემია ქალთა უფლებადამცველების ღვაწლის აღიარებას ემსახურება.

იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა სამეწარმეო უნარების განვითარებაში ტრენინგი გაიარეს

პარასკევი, 18 ნოემბერი, 2016 წელი

შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან და სამეგრელოდან დევნილმა 25 ქალმა სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიარა. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა თემა, მათ შორის ქალთა ეკონომიკური უფლებები, ბიზნესის დაგეგმვა, მეწარმეობა, ლიდერობა, თანამშრომლობა და ძირითადი საგადასახადო მოთხოვნები, განიხილეს.

მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის მისაღწევად ახალ შესაძლებლობებს განიხილავენ

შაბათი, 5 ნოემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრა მაღალი პასუხისმგებლობის ბიზნესპრაქტიკისა და აქტიური სამთავრობო პოლიტიკის დახმარებით ქალთა გაძლიერებას, ამ კუთხით არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.

პარტნიორების შესაძლებლობების განვითარება საარსებო წყაროების შექმნაში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად

ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორების ცოდნის ამაღლების მიზნით, გენდერულად მგრძნობიარე საარსებო წყაროების შექმნისა და მონიტორინგის პროგრამების შესახებ სამდღიანი ტრენინგი „იძულებით გადაადგილებული ქალების მდგრადი საარსებო წყაროები - მიდგომები, ინსტრუმენტები და ინტერვენციები“ გამართა.

სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“ ხელს უწყობენ თემებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას

ოთხშაბათი, 6 ივლისი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამა, საქართველოში მისი წარმომადგენლის ერიკა კვაპილოვას ხელმძღვანელობით, 5-6 ივლისს სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი სათემო ფონდების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს შეხვდა. სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“, რომლის წევრებიც უმეტესად აფხაზეთიდან დევნილი ქალები არიან, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით, 2013 წელს შეიქმნა.

რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ბიზნესთან?

ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2016 წელი

30 ივნისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში, „გაეროს გლობალური კომპაქტის“ (UNGC) ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მისი წევრები გადაამზადა. ტრენინგის თემას წარმოადგენდა ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) გამოყენება გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და ქალთა კომპანიების პოლიტიკებისა და საქმიანობის დახმარებით გაძლიერება.

გენდერული თანასწორობის ფონდის 2015 წლის ანგარიში

ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი (FGE) ყველაზე დიდი გლობალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მხარდაჭერის გზით, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. 2015 წელს გენდერული თანასწორობის ფონდმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ფონდ „სოხუმს“ გაუწია დახმარება.

ქალები პანკისიდან

ორშაბათი, 23 მაისი, 2016 წელი

ნატა ბექაური პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და, ძირითადად, ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, რუსეთიდან 16 წლის ჩამოვიდა.

გენდერული თანასწორობა კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში

შაბათი, 23 აპრილი, 2016 წელი

ქალები სამუშაო გარემოში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას განიცდიან, მათ შორის, დისკრიმინაციას დაქირავების დროს, კარიერულ საფეხურზე წინსვლასთან დაკავშირებულ ბარიერებსა და ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დაწესებულებებს უფრო მეტი ქალი ამთავრებს, ვიდრე მამაკაცი, ამგვარი დისკრიმინაცია მაინც არსებობს, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ არადისკრიმინაციული სამუშაო გარემო, მრავალფეროვანი მუშახელი და ქალთა მეტი წარმომადგენლობა ყველა დონეზე ორგანიზაციის ეფექტურობასა და მოგებას ზრდის.

მწვავე გენდერული უთანასწორობა სოფლად

პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

სოფლად მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ, ვიდრე ოჯახები, რომლებშიც იგივე როლს კაცები ასრულებენ. სოციალური და კულტურული ბარიერების, საბავშვო ბაღების ნაკლებობის, ასევე, საოჯახო საქმეების ანაზღაურების გარეშე შესრულების ტვირთის გამო, ქალები საკუთარი უნარების განვითარებასა და შემოსავლის გენერირებას ვერ ახერხებენ.

ანა პოღოსიანი 2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბეა

ოთხშაბათი, 16 მარტი, 2016 წელი

„რაგბი ძალისმიერი სპორტია“, „რაგბიში ქალს რა უნდა?“ - სტერეოტიპები, რომლებიც სპორტს ქალურ და კაცურ სახეობებად ჰყოფს, საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რაგბი ძალიან პოპულარულია, ქართველ მორაგბეებს კი უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, ქალთა რაგბი მაინც ნაკლებადაა განვითარებული, ხოლო ქართველ ქალ მორაგბეებს ცოტა თუ იცნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ სტერეოტიპებია.

თავდაცვის სამინისტრო ქალთა საერაშორისო დღეს აღნიშნავს

სამშაბათი, 8 მარტი, 2016 წელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გენდერული კვირეული სლოგანით - „ქალი ქვეყნის სამსახურში“ - სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა. კვირეული, სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში, 2016 წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამდღიან ფესტივალს „ქალი კადრში“ უმასპინძლა

კვირა, 6 მარტი, 2016 წელი

შთამბეჭდავი ისტორიები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და ირგვლივ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვალეს. ამ შინაარსის ფილმები წარუდგინა საზოგადოებას გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი დოკუმენტური კინოფესტივალის ,, ქალი კადრში’’ ფარგლებში.

ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში 2016 წელს

ოთხშაბათი, 2 მარტი, 2016 წელი

2016 წლის 4-6 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, ფონდ „ნოოსფერასთან“ პარტნიორობით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალს “ქალი კადრში“ უმასპინძლებს. ღონისძიება ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვას ეძღვნება და ქალთა საერთაშორისო დღესთან (8 მარტი) დაკავშირებით იმართება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის დახურვა

ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2015 წელი

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა 34-თვიანი ერთობლივი პროექტი „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (IAGE) განახორციელეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, ქალთა მარგინალიზებული ჯგუფების სოციალური ინკლუზიის, ასევე ნდობის დამკვიდრებისა და სახალხო დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში.

სახალხო დამცველის ოფისმა ქალთა ციხეების მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა

პარასკევი, 10 ივლისი, 2015 წელი

9-10 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს, რომლის მიზანს ქალთა ციხეების მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობის დასრულება წარმოადგენდა.

41 - 60  66 შესეგი