სიახლეების
სტატიები
74 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
21 - 40  74 შესეგი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მისი პარტნიორები საზღვაო ინდუსტრიაში ქალების პოპულარიზაციას იწყებენ

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასთან ერთად, საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერას იწყებს. შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, 13 სექტემბერს მოეწერა.

ჩემი გადმოსახედიდან: „ზღაპარს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება შეუძლია“

პარასკევი, 29 ივნისი, 2018 წელი

დიანა ანფიმიადი პოპულარული ქართველი მწერალია. მისი ორი ზღაპარი შესულია კრებულში „იყო ერთი გოგო“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ძალისხმევით, ივნისში გამოიცა.

ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარი ბავშვებს

პარასკევი, 15 ივნისი, 2018 წელი

ზღაპარი სამყაროს პირველადი შეცნობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი დახმარებით ადამიანები სწორ ღირებულებებს - სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას, თანაგრძნობასა და გამბედაობას ადრეული ასაკიდან სწავლობენ. შესაბამისად, ზღაპრებში თანასწორი და გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემოს ჩვენებას ბავშვის ფასეულობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

ჩემი გადმოსახედიდან: „ქალებს ვიკიპედიის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ“

ხუთშაბათი, 26 აპრილი, 2018 წელი

პროფესიით პედაგოგი და ქართული ვიკიპედიის ყველაზე აქტიური ქალი რედაქტორი, 59 წლის ცანგალა ცაგარეიშვილი-აბე გერმანიაში ცხოვრობს. 2005 წლიდან იგი ონლაინ ენციკლოპედიის კონტენტის განვითარებაში უწყვეტადაა ჩართული.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიის წარმატება ტოკიოს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე

პარასკევი, 13 აპრილი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გლობალური კამპანიის, HeForShe-ს ერთ-ერთმა ფოტომ ტოკიოს საერთაშორისო ფოტოკონკურსზე (TIFA) ჯილდო 4 ნომინაციაში მიიღო.

გაეროს ქალთა სტატუსის კომიტეტი (CSW62)

ხუთშაბათი, 15 მარტი, 2018 წელი

12-23 მარტს, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქალთა სტატუსის კომიტეტის 62-ე სხდომა გაიმართა.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველომ #WikiGap თბილისს უმასპინძლა

ხუთშაბათი, 8 მარტი, 2018 წელი

ქალთა საერთაშორისო დღეს, ვიკიპედიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საქართველო გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს პირველად შეუერთდა.

საქართველო გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა

ოთხშაბათი, 7 მარტი, 2018 წელი

საქართველოს საფონდო ბირჟამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე თბილისში ღონისძიებით „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ აღნიშნეს.

ქეთევან ხიდაშელის სიტყვებით: „ბევრი აქტივისტი ქალია საჭირო“

ხუთშაბათი, 1 მარტი, 2018 წელი

ქეთევან ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეა. უკვე 10 წელია იგი ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

სამშაბათი, 27 თებერვალი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნავად გენდერული კვირეული ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებებია დაგეგმილი.

მცირე მეწარმე იძულებით გადაადგილები ქალები მარკეტინგისა და გაყიდვების შესაძლებლობებს გაეცნენ

ხუთშაბათი, 15 თებერვალი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, დამწყებმა მცირე მეწარმეებმა გაყიდვების უნარებსა და მარკეტინგში ტრენინგები გაიარეს.

ქალთა საერთაშორისო დღე 2018

ორშაბათი, 5 თებერვალი, 2018 წელი

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის თემას „დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად“ წარმოადგენს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით არსებითი გენდერული თანასწორობა გარანტირებულია

ორშაბათი, 15 იანვარი, 2018 წელი

2018 წლის იანვრიდან ძალაში საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებები შევიდა. ქვეყანაში მმართველობის კლასიკური საპარლამენტო მოდელის ეტაპობრივად დამკვიდრებასთან ერთად, ახალი კონსტიტუცია არსებითი გენდერული თანასწორობის გარანტიებს განამტკიცებს.

წამყვანი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერების პრინციპებს: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს

პარასკევი, 1 დეკემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოსთან - არასამართავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ პარტნიორობით გაიმართა.

უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გეგმავს

შაბათი, 23 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, კომისიაში შემავალი დარგობრივი სამინისტროების გენდერული საკითხების საკონტაქტო პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 წელი

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეძღვნება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია ამოქმედდა

ოთხშაბათი, 2 აგვისტო, 2017 წელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

ჩემი გადმოსახედიდან: „წყლის პრობლემის მოგვარება ქალებს შრომას უმსუბუქებს“

ოთხშაბათი, 2 აგვისტო, 2017 წელი

2008 წლის ომამდე შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა სასმელ წყალს სოფელ ვანათიდან იღებდა. ომის შემდეგ კი ვანათი გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა და წყალი შეგვიწყდა.

ჩემი გადმოსახედიდან: "მთავარი პროფესიონალიზმია და არა სქესი"

ორშაბათი, 10 ივლისი, 2017 წელი

სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გაგრძელება იურიდიულზე მინდოდა, მაგრამ მამამ მითხრა იურისტობა რა ქალის საქმეაო. ასე მოვხვდი პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

როგორ შეუძლია კერძო ბიზნესს ქალებისა და გოგოების გაძლიერება?

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 წელი

მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი 15 კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ის როლი განიხილეს, რომელსაც კერძო სექტორი ქალებისა და გოგოების გაძლიერებაში, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასა და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე მიღწევაში ასრულებს.

21 - 40  74 შესეგი