
სტატიები
- მშვიდობა და უსაფრთხოება (79)
- გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები (21)
- მმართველობა და ეროვნული დაგეგმარება (8)
- სამშვიდობო პროცესები (6)
- მშვიდობის შენება (5)
- გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება (4)
- ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთა (3)
- COVID-19 (2)
- ეროვნული დაგეგმარება (2)
- პარტნიორობა (1)
- კანონიერი და იურიდიული დაცვის ხელმისაწვდომობა (1)
- მაჩვენე მეტი
პარასკევი, 29 იანვარი, 2021 წელი
34 წლის მაიორი ზოია კურტანიძე 2007 წლიდან თავდაცვის ძალებში მსახურობს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში კარიერის მენეჯერი და გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის გენდერის მრჩეველია.
ორშაბათი, 21 დეკემბერი, 2020 წელი
სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის 41-მა ორგანიზაციამ, მშვიდობის მშენებელმა და აქტივისტმა ქალებმა სტამბოლის კონსულტაციების სერიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანს მოსაზრებების გაზიარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების საუკეთესო გზების შერჩევა წარმოადგენდა. კონსულტაცია თემაზე ,,2020 წლის მიღმა: ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის წინ წამოწევა“ წარიმართა.
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020 წელი
წლევანდელი ღია კარის დღის ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ქალთა საკითხებზე მომუშავე 60-მდე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით, ქალთა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ნინო ბერიკაშვილის სიტყვებით: „ქალები სამშვიდობო პროცესებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ“
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული.
კონფლიქტით დაზარალებული ქალები COVID-19-ის პრობლემების ირგვლივ ერთიანდებიან
პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2020 წელი
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები კომპიუტერულ უნარებსა და კიბერსაფრთხეებთან გამკლავებას სწავლობენ
სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ინტერნეტ უნარ-ჩვევების, კიბერუსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის, ონლაინსივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელების, კიბერძალადობისა და შევიწროების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.
საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეაგირების გამოცდილება COVID-19-ზე და მისი გენდერული განზომილება
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2020 წელი
2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
სამშაბათი, 14 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათ შორის, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან, თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ონლაინშეხვედრა ჩაატარა.
ორშაბათი, 6 ივლისი, 2020 წელი
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის გადაწყვეტაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს, იგი კვლავ ნაკლებად რეალიზებულია. ეს ის მიმართულებაა, რომელიც რეგრესს ყველაზე მარტივად განიცდის.
სამშაბათი, 24 მარტი, 2020 წელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს.
სამშაბათი, 24 მარტი, 2020 წელი
ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) მუდმივი კოალიციის ან ქსელის შექმნაზე, რომელიც რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხებზე კონსულტაციების გამართვის მიზნით რეგულარულად შეიკრიბება.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინკლუზიური სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ქალების მომზადებას იწყებს
კვირა, 23 თებერვალი, 2020 წელი
2020 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღებიდან 20 წელი გადის, თუმცა სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს.
ანა ლომიძე: როგორ იქცა ოცი წლის გოგო საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საზოგადოების ხმად
სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020 წელი
ანა ლომიძე ახალგაზრდა აქტივისტია, რომელიც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფელში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროების ადვოკატირებას ეწევა. ანამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ცვლილებების მიღწევა ასაკის მიუხედავად ყველას შეუძლია, გარკვეული მიმართულებების გაუმჯობესება უკვე შეძლო.ანა ლომიძე ახალგაზრდა აქტივისტია, რომელიც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფელში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროების ადვოკატირებას ეწევა. ანამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ცვლილებების მიღწევა ასაკის მიუხედავად ყველას შეუძლია, გარკვეული მიმართულებების გაუმჯობესება უკვე შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გენდერულ საკითხებზე მუშაობას აძლიერებს
ორშაბათი, 2 დეკემბერი, 2019 წელი
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ძალისხმევისა და მხადაჭერის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა გააღრმავა.
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე
სამშაბათი, 5 ნოემბერი, 2019 წელი
მეექვსე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი გაეროს სისტემის სხვა წარმომადგენლებთან, UNDP-სთან, UNHCR-თან და საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენლის ოფისთან (UNRGID) ერთად, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) საკითხებზე თბილისში ღია კარის დღეებს აწყობს.
პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2019 წელი
გენდერული მონაცემების თვალსაზრისით მსოფლიოში დიდი დეფიციტია, რაც ხელს უშლის სქესთა შორის უთანასწორობის ჩვენებას.
ხუთშაბათი, 5 სექტემბერი, 2019 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, 1990-2017 წლებში გამართულ ყველა მასშტაბურ სამშვიდობო პროცესში ქალები მხოლოდ მედიატორთა 2%-ს, მომლაპარაკებელთა 8%-სა და ხელმომწერთა 5%-ს შეადგენდნენ.
გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება საქართველოს უსაფრთხოების სექტორში
სამშაბათი, 6 აგვისტო, 2019 წელი
საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების მიზნით, თბილისსა და გორში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართა.
პარასკევი, 12 ივლისი, 2019 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას აგრძელებს.