სიახლეების
სტატიები
8 ნაპოვნი შედეგები
1 - 8 $name 8 შესეგი

ქალები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ერთვებიან და რეალურ ცვლილებებს აღწევენ

ორშაბათი, 11 იანვარი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფონდ ტასოსთან თანამშრომლობით, სოციალური მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ისინი ადგილობრივი პრიორიტეტების დადგენასა და ბიუჯეტის დაგეგმავში მუდმივად იყვნენ ჩართულები.

საკუთარი ბიზნესი 60 წლის შემდეგ

ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2020 წელი

საბირაბადის რესურცენტრი, ბაქო ხაზარისა და გუსარის რესურსცენტრებთან ერთად, წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ქალების მეწარმეობისა და თვითდასაქმების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდას ემსახურება.

ქალთა გაძლიერების პრინციპები თემების განვითარებისთვის

ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2020 წელი

წლების განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის (გურიის რეგიონი) მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად ლანჩხუთში უწევდა ჩასვლა. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლიდან ქალაქში დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, ამიტომ ადგილობრივები ძალიან წვალობდნენ.

ქალი ფერმერების სოლიდარობა COVID-19-ის დროს

ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020 წელი

მაისის დასაწყისში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრები ქალები მთელმა საქართველომ გაიცნო. სოციალური ქსელები და მედიასაშუალებები მოიარა ადგილობრივი ნაირა პაქსაძის ამბავმა, რომელმაც სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, COVID-19-ით ინფიცირებულ მეზობელს კარტოფილის ნაკვეთი გაუთოხნა და მოსავალი შეუნარჩუნა.

პროფესიული გადამზადებიდან დასაქმებამდე

ორშაბათი, 16 მარტი, 2020 წელი

ლელა სეთურმა და მზია ჯაბიშვილმა ერთმანეთი გასული წლის ნოემბერში, პროფესიული გადამზადებისას, კულინარიის კურსებზე გაიცნეს. ორივე მათგანი ახმეტიდან იყო (აღმოსავლეთ საქართველო, კახეთის რეგიონი), რამაც მათ დაახლოებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო.

მცირე გრანტები და გადამზადება ლტოლვილი ქალების გაძლიერებისთვის საქართველოში

პარასკევი, 17 იანვარი, 2020 წელი

ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.

თემის მობილიზება მეტი საარსებო საშუალებებისთვის

ორშაბათი, 3 აპრილი, 2017 წელი

დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში ერთ-ერთი სათემო რესურსცენტრი მდებარეობს, რომელიც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორის, „ფონდ ტასოს“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

ხუთშაბათი, 9 თებერვალი, 2017 წელი

„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა ბავშვობიდან დაიწყეს.

1 - 8 $name 8 შესეგი