სიახლეების
სტატიები
6 ნაპოვნი შედეგები
1 - 6  6 შესეგი

ახალი სივრცე აზერბაიჯანში ქალების გაძლიერებისთვის

ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2019 წელი

აზერბაიჯანში დაბალი შემოსავლის მქონე და სოციალურად დაუცველი, სოფლად მცხოვრები ქალების ეფექტიანი მხარდაჭერა არა მარტო მდგრადობას, არამედ ისეთი სივრცის არსებობასაც საჭიროებს, სადაც მათ ერთმანეთთან შეხვედრები შეეძლებათ.

აგროტურიზმის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას

სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოში აგროტურიზმის ბიზნესით ძირითადად ქალები არიან დაკავებულები. ამ სფეროს ტურისტების მოზიდვისა და სოფლად ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, თუმცა საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა დარგის განვითარებას აფერხებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სომხეთში სოფლად მცხოვრები ქალების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის

კვირა, 15 სექტემბერი, 2019 წელი

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც მრავალფეროვან პროდუქტს ქმნიან, საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია და სხვა მეწარმეების გამოცდილების გაზიარება ხშირად არა მარტო მომგებიანი, არამედ სამომავლო განვითარებისთვის სტიმულის მიმცემიცაა.

დევნილი ქალები მდგრადი მეწარმეობის შესაძლებლობებს ეცნობიან

პარასკევი, 12 მაისი, 2017 წელი

რა ბიზნესშესაძლებლობები აქვთ რეგიონებში მცხოვრებ დევნილ ქალებს და როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით მეწარმეობის დაწყება? - ამ საკითხებს გაეცნო იძულებით გადაადგილებული 17 პირი სამდღიან ინტენსიურ ტრენინგზე „დევნილი ქალების მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა“.

სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“ ხელს უწყობენ თემებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას

ოთხშაბათი, 6 ივლისი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამა, საქართველოში მისი წარმომადგენლის ერიკა კვაპილოვას ხელმძღვანელობით, 5-6 ივლისს სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი სათემო ფონდების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს შეხვდა. სათემო ფონდები „ნეფა“ და „ეგრისი“, რომლის წევრებიც უმეტესად აფხაზეთიდან დევნილი ქალები არიან, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა ფონდ „ტასოს“ მხარდაჭერით, 2013 წელს შეიქმნა.

მწვავე გენდერული უთანასწორობა სოფლად

პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

სოფლად მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ, ვიდრე ოჯახები, რომლებშიც იგივე როლს კაცები ასრულებენ. სოციალური და კულტურული ბარიერების, საბავშვო ბაღების ნაკლებობის, ასევე, საოჯახო საქმეების ანაზღაურების გარეშე შესრულების ტვირთის გამო, ქალები საკუთარი უნარების განვითარებასა და შემოსავლის გენერირებას ვერ ახერხებენ.

1 - 6  6 შესეგი