სიახლეების
სტატიები
67 ნაპოვნი შედეგები
61 - 67  67 შესეგი

„დაკარგული წლები:“ ქართველი მიგრანტი დედების მიერ ზრდასრული შვილების დახმარებისთვის შეწირული დრო

ოთხშაბათი, 11 მაისი, 2016 წელი

ახალი კვლევის თანახმად, ქალი მიგრანტები, რომლებიც საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად არიან წასულები, ხშირად ხანგრძლივ მიგრაციას თავს ვერ აღწევენ. ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის შეწყვეტას განუსაზღვრელი დროით დებენ, რადგან საქართველოში მყოფ ზრდასრულ შვილებს, მათი ფულადი გზავნილების გარეშე, ადეკვატური საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.

კერძო სექტორის ჩართვა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში

ოთხშაბათი, 27 აპრილი, 2016 წელი

კერძო სექტორი საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებლია და ის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 25-27 აპრილს, კომპანიებსა თუ ზოგადად ქალთა გაძლიერების პროცესში კერძო სექტორის აქტიურად ჩასართავად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ბიზნესის 30 წარმომადგენლისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები საქართველოს მიკროსაფინანსო ასიციაციასა და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით გაიმართა.

გენდერული თანასწორობა კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში

შაბათი, 23 აპრილი, 2016 წელი

ქალები სამუშაო გარემოში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას განიცდიან, მათ შორის, დისკრიმინაციას დაქირავების დროს, კარიერულ საფეხურზე წინსვლასთან დაკავშირებულ ბარიერებსა და ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დაწესებულებებს უფრო მეტი ქალი ამთავრებს, ვიდრე მამაკაცი, ამგვარი დისკრიმინაცია მაინც არსებობს, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ არადისკრიმინაციული სამუშაო გარემო, მრავალფეროვანი მუშახელი და ქალთა მეტი წარმომადგენლობა ყველა დონეზე ორგანიზაციის ეფექტურობასა და მოგებას ზრდის.

მწვავე გენდერული უთანასწორობა სოფლად

პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

სოფლად მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ, ვიდრე ოჯახები, რომლებშიც იგივე როლს კაცები ასრულებენ. სოციალური და კულტურული ბარიერების, საბავშვო ბაღების ნაკლებობის, ასევე, საოჯახო საქმეების ანაზღაურების გარეშე შესრულების ტვირთის გამო, ქალები საკუთარი უნარების განვითარებასა და შემოსავლის გენერირებას ვერ ახერხებენ.

თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორისთვის ტრენინგების ჩატარებას იწყებს

პარასკევი, 26 თებერვალი, 2016 წელი

„ნამდვილი კაცი არაა“, „სულელი“, „ცუდ დედად აღიქვამენ“ – ეს ის სტერეოტიპებია, რომლებიც მონაწილეებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ კერძო სექტორისთვის ჩატარებულ ტრენინგზე დაასახელეს.

სექსუალური შევიწროება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს

პარასკევი, 20 ნოემბერი, 2015 წელი

რა სახითაა შესაძლებელი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთობლივი მოქმედება იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი ეკონომიკა, რომელიც ქალების სასარგებლოდაა მიმართული და როგორ შეძლებენ მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას? ეს ნაწილია იმ საკითხებიდან, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპროგრამო ანგარიშშია განხილული. აღნიშნული ანგარიში მსოფლიო მასშტაბით ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ახალი ინიციატივა წარადგინა

სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2014 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, ახალი ინიციატივა საქართველოში მოქმედი კომპანიებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ინიციატივას „ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპები: თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ“ ეწოდება.

61 - 67  67 შესეგი