სიახლეების
სტატიები
69 ნაპოვნი შედეგები
21 - 40  69 შესეგი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების დანერგვაში ეხმარება

შაბათი, 1 ივნისი, 2019 წელი

იმ ორგანიზაციების კორპორაციული კულტურა და სამუშაო გარემო, რომლებთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, გენდერულად მგრნობიარე და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის პოლიტიკის შესახებ დიალოგი იწყება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019 წელი

საქართველოსთვის ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა და მისი აღმოფხვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ თემის გასააზრებლად და შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად კი ზუსტი მონაცემების არსებობა და გაანალიზებაა საჭირო.

ცნობილი ქართველი დიზაინერი თამუნა ინგოროყვა ახალბედა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019 წელი

ქალებისთვის, რომლებიც აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ, მათსავე სფეროში მოღვაწე, წარმატებული ქალების რჩევებისა თუ გამოცდილების გაზიარება ახალი ცოდნის მიღებისა და მოტივაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობაა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურ მეწარმე ქალებს შეხვდნენ

სამშაბათი, 21 მაისი, 2019 წელი

მეწარმე ქალებმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებოდნენ, საკუთარი საქმიანობა გააცნეს.

ვებპროგრამირებისა და სოციალური მედია მარკეტინგის კურსდამთავრებული გოგოებისთვის კარიერული განვითარება იწყება

ორშაბათი, 20 მაისი, 2019 წელი

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობა კვლავაც დაბალია. ბიჭებთან შედარებით, ამ მიმართულებით განათლებასა და კარიერას გოგოები საქართველოშიც ნაკლებად აგრძელებენ. მათი არჩევანის მთავარი მიზეზი კი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომელიც ტექნოლოგიებს მხოლოდ „კაცების საქმედ“ მიიჩნევს.

ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეებს შორის თანამშრომლობა იწყება

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართველ ქალ მეწარმეებს საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებაში, ახალი პარტნიორობებისა და ბიზნესკავშირების დამყარებაში ეხმარება. ერთ-ერთ ასეთ ძალისხმევას წარმოადგენდა ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში გაიმართა.

საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების ახალი შესაძლებლობები

ორშაბათი, 22 აპრილი, 2019 წელი

ნატალია პატინა 9 წლის იყო, როცა ბებიის საკერავ მანქანასთან პირველად დაჯდა. ახსოვს, რომ კერვით სწორედ ამ მომენტიდან დაინტერესდა.

საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ ინტერესი იზრდება

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019 წელი

ქალთა გაძლიერების პრინციპების: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს დანერგვითა და მხარდაჭერით საქართველოში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია ინტერესდება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ეროვნული მასშტაბის კამპანია ქუთაისიდან დაიწყო

ორშაბათი, 1 აპრილი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის კამპანია დაიწყო.

ღონისძიებაზე „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ კორპორაციული მართვის კოდექსი განიხილეს

სამშაბათი, 12 მარტი, 2019 წელი

საქართველოს კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ კვოტების განსახილველად კერძო სექტორის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა.

სომხეთი გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა

სამშაბათი, 12 მარტი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა (AMX) და სომხეთის ცენტრალური ბანკი-დეპოზიტარი, მსოფლიოს 80 საფონდო ბირჟის მსგავსად, გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდნენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალთა ფორუმის პარტნიორია

პარასკევი, 8 მარტი, 2019 წელი

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან ბათუმში, ეროვნულ ფორუმზე შეიკრიბნენ.

მეწარმე ქალები ერთმანეთს აძლიერებენ

შაბათი, 23 თებერვალი, 2019 წელი

მეწარმე ქალები დასავლეთ საქართველოდან, რომლებიც ერთმანეთს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტმა დააკავშირა, ბიზნესპარტნიორულ ურთიერთობებსა და ამ გზით საკუთარი საქმიანობების გაძლიერებას იწყებენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის მხარდაჭერას იწყებს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2019 წელი

საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობა როგორც მათთვის, ისე თავად ამ სფეროში მოქმედი კომპანიებისა და მთლიანად დარგის წარმატებისთვისაა მნიშვნელოვანი.

კომპანიები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გენდერულ უთანასწორობაზე მსჯელობენ

სამშაბათი, 22 იანვარი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებაზე “მრავალფეროვნება დასაქმების ადგილას და ქალთა ჩართულობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში” შეკრებილმა კომპანიებმა ერთმანეთს ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი პროექტი: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში

სამშაბათი, 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქვეყანაში არსებული ბოლო მონაცემებით, სავარაუდოდ, უფრო მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ვიდრე კაცს. თუმცა, ამის მიუხედავად,  მათი ეკონომიკური აქტიურობის დონე  კაცების მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. შრომითი ასაკის მოსახლეობაში სქესთა შორის განსხვავება 27 პროცენტულ ერთეულს შეადგენს...

ქალთა გაძლიერების პრინციპების განმახორციელებელი კომპანიების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ყოველწლიურ ღონისძიებას - „ბიზნესლიდერობა ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში“ უმასპინძლა. კერძო სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა „ქალთა გაძლიერების პრინციპებით“ მიღებული ის პრაქტიკა განიხილა, რომელიც ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ქალი მეწარმეებისთვის მენტორინგის პროგრამა ამოქმედდა

კვირა, 2 დეკემბერი, 2018 წელი

„მენტორობის პროგრამაში პირველად ვმონაწილეობ. მასში იმიტომ ჩავერთე, რომ ქალების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, - ამბობს თამარ ჯოლოგუა, რომელიც ერთ-ერთია იმ 21 მენტორს შორის, ვინც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულ მენტორობის პროგრამაში მონაწილეობს.

ქართველი მეწარმე ქალები მეღვინეობისა და აგროტურიზმის ბიზნესში ახალ ცოდნას იძენენ

შაბათი, 1 დეკემბერი, 2018 წელი

ტურიზმი და მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგებია. მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 6.9%-ს, სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის კი - 9.2%-ს შეადგენს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, საზღვაო კომპანიები გენდერული დისკრიმინაციის შესახებ დისკუსიაში ჩართო

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი, 2018 წელი

საზღვაო სექტორის კომპანიებისა და სასწავლო დაწესებულებების 18 წარმომადგენელი გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ბათუმში შეიკრიბა.

21 - 40  69 შესეგი