სიახლეების
სტატიები
9 ნაპოვნი შედეგები
1 - 9  9 შესეგი

ქალთა გაძლიერების პრინციპები COVID-19-ის დროს: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა

სამშაბათი, 30 მარტი, 2021 წელი

კომპანიებმა, რომელთა კორპორაციულ კულტურაშიც ქალთა გაძლიერების პრინციპები მთავარ ღირებულებებადაა ქცეული, COVID-19-ის პირველივე ეტაპზე ისეთი საპასუხო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რომლებიც ქალების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული.

პანდემიამ საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმავა

სამშაბათი, 9 მარტი, 2021 წელი

რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები სტრესთან გამკლავებას სწავლობენ

ორშაბათი, 25 იანვარი, 2021 წელი

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუატარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები.

კონფლიქტით დაზარალებული ქალები COVID-19-ის პრობლემების ირგვლივ ერთიანდებიან

პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2020 წელი

კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეაგირების გამოცდილება COVID-19-ზე და მისი გენდერული განზომილება

ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2020 წელი

2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა

ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2020 წელი

COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.

მეწარმე ქალები COVID-19-ის პანდემიის კრიზისთან გამკლავების ახალ ხერხებს სწავლობენ

ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილე ქალები, რომლებმაც საქმიანობა სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით განავითარეს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად ინტერნეტსივრცეში, ონლაინტრენინგებზე გაერთიანდნენ.

გენდერული თანასწორობა თქვენით იწყება: 9 ხერხი, თუ როგორ შეგიძლიათ აქტივიზმის სახლიდან გაგრძელება

ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2020 წელი

ვირუსის გავრცელების შემცირებას ყველა სოციალური დისტანცირებითა და იზოლაციით ცდილობს, ამიტომ გვსურს, ის საუკეთესო შესაძლებლობები გაგიზიაროთ, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას როგორც თქვენს სახლებში, ისე მსოფლიოში. თანაც, უსაფრთხოდ: სახლიდან გაუსვლელად, დივანზე ჯდომით.

ქალების საჭიროებებსა და ლიდერობაზე ყურადღების გამახვილება COVID-19-ზე რეაგირებას გააძლიერებს

ხუთშაბათი, 19 მარტი, 2020 წელი

ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და ვირუსის სოციალური შედეგები ქალებზე უკვე მძიმედ აისახა. გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ქალები არა მარტო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ისინი ავადმყოფობაზე რეაგირებაშიც უდიდეს როლს ასრულებენ.

1 - 9  9 შესეგი