
სტატიები
ქალების საჭიროებებსა და ლიდერობაზე ყურადღების გამახვილება COVID-19-ზე რეაგირებას გააძლიერებს
ხუთშაბათი, 19 მარტი, 2020 წელი
ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და ვირუსის სოციალური შედეგები ქალებზე უკვე მძიმედ აისახა. გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ქალები არა მარტო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ისინი ავადმყოფობაზე რეაგირებაშიც უდიდეს როლს ასრულებენ.