
სტატიები
- ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთა (116)
- ეკონომიკური გაძლიერება (74)
- მშვიდობა და უსაფრთხოება (68)
- გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება (56)
- მმართველობა და ეროვნული დაგეგმარება (35)
- გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები (19)
- სქესობრივი შევიწროვება (18)
- ქალთა მკვლელობები / სიკვდილიანობა (9)
- სოფლად მცხოვრები ქალები (7)
- პარტნიორობა (6)
- განათლება (5)
- მაჩვენე მეტი
კვირა, 3 იანვარი, 2021 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა ლიდერობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად დაამტკიცა.
გულგრილობის ვირუსი კლავს — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი ონლაინკამპანია დაიწყო
ორშაბათი, 21 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ონლაინკამპანია მიზნად ამ რეალობის შეცვლას ისახავს და მოუწოდებს ყველას, არ იყვნენ გულგრილები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.
ორშაბათი, 7 დეკემბერი, 2020 წელი
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ დაიწყეს.
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) სამდივნოსა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალი და რეალობა“ ერთად, CEDAW-ს კომიტეტის წევრებთან - ანა პელაეს ნარვაესსა და ლიკა ნადარაიასთან ონლაინშეხვედრა გამართა.
ტრადიცია გრძელდება: თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020 წელი
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020 წელი
წლევანდელი ღია კარის დღის ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ქალთა საკითხებზე მომუშავე 60-მდე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოსთვის ფემიციდი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ამ პრობლემასთან მიმართებაში ისევ იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.
სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა, სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკურ კომიტეტთან (ARMSTAT) პარტნიორობით, დაასრულა კვლევა, რომლის მიზანსაც სომხეთში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური უთანასწორობის შესწავლა წარმოადგენდა.
პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით, ქალთა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის დანერგვაში ეხმარება
პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება. მათ შორისაა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც ეს სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით წარიმართა.
პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა ქართველი ჟურნალისტებისთვის აქტუალური ხდება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2020 წელი
ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებაში მედიას განსაკუთრებული როლის შესრულებაშეუძლია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები არა მარტო ინტერესდებოდნენ აღნიშნული თემებით, არამედ გენდერულად მგრძნობიარედ და ეთიკურად აშუქებდნენ მათ.
კონფლიქტით დაზარალებული ქალები COVID-19-ის პრობლემების ირგვლივ ერთიანდებიან
პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2020 წელი
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის განსახორციელებლად შესაძლებლობები ძლიერდება
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრირებას უჭერს მხარს და ამ მიზნის განსახორციელებლად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში გენდერულ მეინსტრიმინგზე შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტშია გათვალისწინებული.
პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020 წელი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები ზოგადად ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და მათი დაცვა ქალების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა ამოქმედდა
სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით, საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა. იგი სპეციალური GPS სისტემის მეშვეობით განხორციელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, მოძალადის გადაადგილება მუდმივად აკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში კი, ძალადობის განმეორების პრევენცია მოახდინოს.
მთავრობა სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმებს შეიმუშავებს
სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2020 წელი
7-8 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2020 წელი
უკვე ორი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო კომპანიებში მენტორინგის პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს.
თანასწორობის თაობა თანასწორი მომავალისთვის
პარასკევი, 14 აგვისტო, 2020 წელი
თანასწორობის მიღწევისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღების 25 წლისთავზე გლობალური კამპანია „თანასწორობის თაობა“ წარადგინა. ინიციატივის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევის წამოწყებებში უფრო მეტი ახალგაზრდა აქტივისტისა და მომავალი ლიდერის ჩართულობაა.
კრიზისი, როგორც შესაძლებლობა მეწარმე ქალებისთვის
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2020 წელი
როგორ ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად - პანდემიის პერიოდში ეს ფრაზა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მით უმეტეს, ქალი მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობებზე ასეთი რყევები კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ხოლმე.
საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეაგირების გამოცდილება COVID-19-ზე და მისი გენდერული განზომილება
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2020 წელი
2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.