სიახლეების
სტატიები
104 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
სიუჟეტის ტიპი
1 - 20  104 შესეგი

მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის სახელმწიფო თავშესაფრების ხელმისაწვდომობას აუმჯობსებს

კვირა, 13 ოქტომბერი, 2019 წელი

არსებული კანონმდებლობით, ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებას ავალდებულებს. ეს კი მსხვერპლებისთვის ეფექტიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობა სექსუალურ შევიწროებაზე პრევენციულ ძალისხმევას აძლიერებს

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2019 წელი

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მიიღო. ახალი კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სექსუალური შევიწროების შესახებ პრევენციული ძალისხმევის გაძლიერებაში.

ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა კიდევ უფრო აქტიური ხდება

სამშაბათი, 20 აგვისტო, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირთან ერთად, ქვემო ქართლში 2016 წლიდან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მონაცემებით, რომელიც საქართველოში 2017 წელს ჩატარდა, ამ რეგიონში ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა გურიაში

ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019 წელი

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გურიაში ოჯახში ძალადობაზე რეაგირების გაუმჯობესებასა და პრობლემის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე მუშაობს.

საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების გაძლიერებაზე მსჯელობენ

პარასკევი, 15 მარტი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასთან ერთად საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების გაძლიერებასა და მათ ინტეგრაციაზე მუშაობს.

112-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი ფუნქციები დაემატა

ხუთშაბათი, 7 მარტი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასზე რეაგირების მექანიზმები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ხდება.

ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში სამი ახალი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

ხუთშაბათი, 24 იანვარი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის სერვისების გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში ეხმარება.

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვები ზღაპრების კრებულს „იყო ერთი გოგო“ ეცნობიან

ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 2018 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთსა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს წარუდგინა.

სექსუალური შევიწროების დაძლევას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიასა და მის წლევანდელ მთავარ აქცენტს - სექსუალურ შევიწროებას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა.

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც ოჯახური დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგები და გამოწვევები იყო განხილული.

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

კვირა, 25 ნოემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.

როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სექსუალური შევიწროების დასაძლევად

შაბათი, 17 ნოემბერი, 2018 წელი

ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალის, DecFest-ის ფარგლებში, საქართველოში მოქმედმა Google-ის დეველოპერების ჯგუფმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივი დიზაინ სპრინტი გამართეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გამართეს

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

ფემიციდის, გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების შემთხვევების მონიტორინგი და პრევენციაზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის საკითხებზე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობას

სამშაბათი, 16 ოქტომბერი, 2018 წელი

უკვე 3 წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობს. პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება და თანამშრომლობის ახალ სივრცეებს ქმნის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს აფასებს

სამშაბათი, 9 ოქტომბერი, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ტრენერების ტრენინგი მოძალადეთა რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ

შაბათი, 8 სექტემბერი, 2018 წელი

ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა პენიტენციურ სისტემაში ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეთათვის რეაბილიტაციის პროგრამა დაინერგოს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა ქალთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დასახვეწად

შაბათი, 18 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 17-18 აგვისტოს სპეციალური შეხვედრა გამართა, რომელზეც ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება განიხილებოდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა

ხუთშაბათი, 9 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სექსუალური შევიწროება, ოჯახში ძალადობა, თამარ საბედაშვილი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი დაამტკიცა

პარასკევი, 13 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის ბრძანების თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.

1 - 20  104 შესეგი