სიახლეების
სტატიები
119 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
81 - 100  119 შესეგი

მთავრობამ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ორი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარასკევი, 12 აგვისტო, 2016 წელი

საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისთვის 2016-2017 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა.

სოფელ ერგეტაში ქალთა მიმართ ძალადობაზე დისკუსია გაიმართა

ოთხშაბათი, 6 ივლისი, 2016 წელი

სოფელი ერგეტა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 1200-მდე მაცხოვრებელს აერთიანებს. აქ მოსახლეობა სხვადასხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით სოფლის სტუმრებთან ერთად, ხშირად იკრიბება. 6 ივლისს სოფლის 50-მდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვაჟები და გოგონები, მუნიციპალიტეტის შენობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართველ მორაგბეებთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

კერძო კომპანია მხარს უჭერს ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს

ოთხშაბათი, 29 ივნისი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კომპანია PMO ბიზნეს კონსალტინგის თანამშრომლობით, იმ ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს, ახალი ერთობლივი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამაგდართან“ პარტნიორობით დაიგეგმა. იგი ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობას თავი დააღწიეს და ახლა სახელმწიფო თავშესაფრებში ცხოვრობენ, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგის ჩატარებას გულისხმობს.

სარეაბილიტაციო პროგრამის „ძალადობრივი ქცევის მართვა“ განხორციელება იწყება

ოთხშაბათი, 22 ივნისი, 2016 წელი

პრობაციის ეროვნული სააგენტო მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამის „ძალადობრივი ქცევის მართვა“ ამოქმედებისთვის ემზადება. პროგრამა, რომლის ბენეფიციარები ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებულები იქნებიან, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შემუშავდა. იგი მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგება.

ქართველი მორაგბეები სამოელ ბიჭებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში რთავენ

ხუთშაბათი, 9 ივნისი, 2016 წელი

"ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, დაუშვებელია. ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრებისეული მოვალეობაა და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბრძოლაში თქვენც შემოგვიერთდებით“,-ამ სიტყვებით ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ნოდარ ანდღულაძემ სამოაში, აველეს კოლეჯის სტუდენტებს მიმართა.

ახალი ცხოვრება ძალადობის გარეშე

პარასკევი, 20 მაისი, 2016 წელი

29 წლის მარიამი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთ-ერთ თავშესაფარში 8 წლის გოგონასთან ერთად უკვე 6 თვეა ცხოვრობს. მოძალადე ქმართან 5 წელი დაჰყო. იმის გამო, რომ სიძე თავიდანვე არ მოსწონდა, მარიამის დედა მსხვერპლ შვილს უკან არ იღებდა, სხვა წასასვლელი კი მას არსად ჰქონდა.

ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა შემუშავდა

ხუთშაბათი, 21 აპრილი, 2016 წელი

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ „ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა, გენდერული ძალადობა“ შემუშავდა. პროგრამის პრეზენტაცია 21 აპრილს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.

ჩვენ გვიყვარს რაგბი და ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას! - ქართველი მორაგბეები რეგიონებში მცხოვრებ ვაჟებს ხვდებიან

ხუთშაბათი, 21 აპრილი, 2016 წელი

„ჩვენთვის ძალადობა მიუღებელია. ამ ღირებულებას ყველა მორაგბე იზიარებს“, - სწორედ ეს იყო ის მთავარი შეტყობინება, რომელზეც ყურადღება ქართველმა მორაგბეებმა 20 და 21 აპრილს წეროვანის დევნილთა დასახლებასა და სოფელ კორბოულში ვაჟებთან (7-დან 16 წლამდე) შეხვედრისას გაამახვილეს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების რიცხვი იზრდება

სამშაბათი, 5 აპრილი, 2016 წელი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მომსახურებების, კერძოდ თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2011 წლიდან საქართველოში 3 ასეთი თავშესაფარი მოქმედებს. მიმდინარე წლის 5 აპრილს კი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში, მეოთხე თავშესაფარი გაიხსნა.

საქართველოს პროკურატურა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

სამშაბათი, 22 მარტი, 2016 წელი

2016 წლის 22 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისმა საქართველოში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საქმეები და სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, ოჯახში ძალადობა, ქალთა მკვლელობები, ადრეულ ასაკში ქორწინება და ა.შ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი და მორაგბეები HeForShe-ს მხარდასაჭერად

შაბათი, 19 მარტი, 2016 წელი

19 მარტს, თბილისის დინამო არენაზე, 52 000 გულშემატკივრის წინ, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიცხადეს და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ამ მოძრაობას მიუძღვნეს. ტრადიციულად, მოედანზე მორაგბეები HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილმა გოგონებმა გააცილეს.

საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ საქართველოში - ტენდენციები და მიდგომები

ოთხშაბათი, 24 თებერვალი, 2016 წელი

შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ საქართველოში? რამდენად გახსნილი გახდა საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით და როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც თავად ხდებიან მსხვერპლები, ან ამგვარი ფაქტების შესახებ გაიგებენ?

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

სამშაბათი, 16 თებერვალი, 2016 წელი

2016 წლის 15-19 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, ქალბატონი დუბრავკა სიმონოვიჩი ეწვია.

საუწყებათაშორისო საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობას ასრულებს

სამშაბათი, 19 იანვარი, 2016 წელი

2016 წლის 18-19 იანვარს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებისთვის „შედეგებზე ორიენტირებული მართვის“(RBM) საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. საუწყებათაშორისო საბჭო ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განხორციელებაზე მუშაობს. შეხვედრა კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ტექნიკურ ექსპერტებთან თანამშრომლობით შედგა.

„ხმა ამოიღეთ!“ - ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა

სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2015 წელი

დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებაა გადაღებული. იგი საქართველოში მომხდარ შემზარავ რეალურ ისტორიებს ასახავს.

რუსთაველის თეატრის სცენა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილ სპექტაკლს ეთმობა

სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2015 წელი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკას რუსთაველის თეატრის სცენაც დაეთმო. არისტოფანეს „ლისისტრატეს“ მიხედვით, დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესა რეჟისორმა დავით საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად გააცოცხლა.

He for She (კაცები ქალთა უფლებებისთვის) საქართველოში „ჩვენ – კაცები ძალადობის წინააღმდეგ“

ორშაბათი, 7 დეკემბერი, 2015 წელი

კაცების ახალი მოძრაობა, რომლის პრეზენტაციაც 7 დეკემბერს გაიმართა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და, მეორე მხრივ, გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში.

გახდით ლისისტრატეები!

ხუთშაბათი, 3 დეკემბერი, 2015 წელი

სამხრეთ-ამერიკული ომებით, რევოლუციებით, ეგოისტი და პატივმოყვარე მამაკაცი-მმართველებით დათრგუნულმა გაბრიელ გარსია-მარკესმა რამდენიმე წლის წინ დაუღალავად და ერთგვარი კატეგორიულობით უმეორა ერთ-ერთ თავდაჯერებულ კაც-პრეზიდენტს, რომ უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, თუკი უახლოეს მომავალში მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ქალები დაიკავებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს: რაც მეტი ქალი გახდება პოლიტიკური ლიდერი, მით უფრო რაციონალური, ჰუმანური და ეფექტური გახდება პოლიტიკური მმართველობაო.

სტოკჰოლმის დღიურები

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2015 წელი

საქართველოში, ყოველწლიურად, იმდენი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი და იმდენი ქალს კლავენ ოჯახური კონფლიქტების გამო, რომ ამ პრობლემაზე საუბარიც კი, საკმაოდ რთული და უხერხულია.

ქალთა უფლებადამცველები ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ხვდებიან

კვირა, 8 ნოემბერი, 2015 წელი

„ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, ხელს უწყობს ჩემს საქმიანობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და წარმოდგენის შეცვლაში, რომ ეს მხოლოდ პირადი საკითხია და არა საზოგადო მნიშვნელობის პრობლემა“,- განაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა.

81 - 100  119 შესეგი