სიახლეების
სტატიები
119 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
61 - 80  119 შესეგი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების გაუმჯობესებას

პარასკევი, 9 ივნისი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი პასუხის უზრუნველყოფისთვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

პარასკევი, 19 მაისი, 2017 წელი

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (შემდგომში ‘’სტამბოლის კონვენცია“) სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება მოახდინა. საქართველოსთან მიმართებაში კონვენცია ძალაში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

ჩემი გადმოსახედიდან: “თავისუფლების ფასი არაფერია”

სამშაბათი, 2 მაისი, 2017 წელი

43 წლის მაია ფელიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. 10 წელია პოლიციაში მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ოჯახში ძალადობასა და არასრუწლოვანთა საკითხებს უკავშირდება.

კერძო სექტორი მხარს უჭერს ქალებს, რომლებმაც ძალადობა დაძლიეს

ოთხშაბათი, 26 აპრილი, 2017 წელი

სხვადასხვა სფეროს 10 კომპანიის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგი გაიარეს. მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და ერთმანეთს გაუზიარეს იდეები, რომელთა განხორციელებაც კერძო სექტორის დამსაქმებლებს იმ პირების მხარდასაჭერად შეუძლიათ, რომლებმაც ძალადობა დაძლიეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი დაარსდა

პარასკევი, 21 აპრილი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა. სამუშაო ჯგუფი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.

სახალხო დამცველის ოფისი ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგს იწყებს

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი აპარატი ქვეყანაში ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგს იწყებს.

რაგბის სოციალური ძალა

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 წელი

ფლავი, საქართველო - ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი სკოლასთან ახლოს, მინდორში რაგბის მხიარულად თამაშობს. დღეს მათი მწვრთნელები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები არიან.

საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ოთხშაბათი, 5 აპრილი, 2017 წელი

85 ხმით არცერთის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe რაგბი ევროპაზე მხარდაჭერას უცხადებს

კვირა, 12 მარტი, 2017 წელი

12 მარტს, თბილისის დინამოს სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და თამაში მას მიუძღვნეს.

ცხოვრება გადარჩენის შემდეგ

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 წელი

უკვე 2 წელია 35 წლის თამუნას დილა განსხვავებულად იწყება: შვილებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს და შემდეგ თავადაც სამსახურში მიიჩქარის. თამუნა ოფისის მენეჯერად მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე ეროვნული კვლევა ჩატარდება

პარასკევი, 17 თებერვალი, 2017 წელი

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, საქართველოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენს. უკანასკნელი წლების განამვლობაში ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრესის, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს, მსხვერპლთა მომსახურებისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულებების გაუმჯობესების მიუხედავად, უამრავი პრობლემა რჩება.

სპექტაკლმა, რომელიც ქალთა უფლებების მიმართ არსებულ მიდგომებს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო

სამშაბათი, 3 იანვარი, 2017 წელი

2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია მერვედ გაიმართა. ოთხიდან სამი მთავარი ჯილდო სპექტაკლ „ლისისტრატეს“ გადაეცა, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეძღვნება.

ევროკავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ პროექტს იწყებენ

ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ერთობლივი პროექტი „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ დაიწყეს. სამწლიანი ინიციატივა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალთა მიმართ ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის ვალდებულებას

ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2016 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს ერთობლივმა პროგრამამ გენდერული თანასწორობისათვის, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

კომპანიები იმ ქალთა მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს

ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2016 წელი

კომპანია PMO-მ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, კლიენტებისთვის შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა კომპანიების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გზების განხილვას და იმ ქალთა დახმარებაზე მსჯელობას, რომლებიც ახალ, ძალადობისგან თავისუფალ ცხოვრებას იწყებენ.

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

პარასკევი, 25 ნოემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გრძელდება.

ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

პარასკევი, 25 ნოემბერი, 2016 წელი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ქართველი და სამოელი მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან

შაბათი, 19 ნოემბერი, 2016 წელი

19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი 27 000 გულშემატკივრის წინ, ქართველი და სამოელი მორაგბეების ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ UNiTE მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდა გრძელდება

სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 2016 წელი

16-18 ოქტომბერს სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ სიღნაღის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარების, თბილისის ადამიანით ვაჭრობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და ახალგახსნილი კრიზისული ცენტრის 23 თანამშრომლის (მედდა, სოციალური მუშაკი, იურისტი, ძიძა, ფსიქოლოგი და ცხელი ხაზის ოპერატორი) გადამზადება დაიწყო.

თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

სამშაბათი, 6 სექტემბერი, 2016 წელი

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი კრიზისული ცენტრი გახსნა. იგი თბილისში მდებარეობს და სახელმწიფოს მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

61 - 80  119 შესეგი