სიახლეების
სტატიები
58 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
სიუჟეტის ტიპი
თემა
1 - 20  58 შესეგი

ქალთა ლიდერობა COVID-19-ზე რეაგირების დროს

სამშაბათი, 8 ივნისი, 2021 წელი

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, თუმცა უმნიშვნელოვანესია იმ სხვა ქალების როლი და ძალისხმევაც, რომლებიც პანდემიაზე რეაგირების პროცესებში ეფექტიანად მონაწილეობენ. კრიზისის დროს მათ არაერთი სხვა ქალის მხარდაჭერა შეძლეს.

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში სამეგრელოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივებს გაეცნო

პარასკევი, 21 მაისი, 2021 წელი

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, რომელიც 19-21 მაისს ვიზიტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, იმ ინიციატივებს გაეცნო, რომლებსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამეგრელოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

ინოვაციები მეწარმე ქალების გასაძლიერებლად

ორშაბათი, 10 მაისი, 2021 წელი

ონლაინკურსი „ინოვაციური სტრატეგიები და ციფრული გარდაქმნა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, მაშავისა და მაშავის კარმელის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა.

ქალი მეწარმეების ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდასაჭერად

ორშაბათი, 22 თებერვალი, 2021 წელი

ინიციატივა, რომლის მიზანი ქართველი ქალი სტარტაპერებისთვის განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე წარმატების მიღწევაში დახმარებაა, გასულ წელს დაიწყო. მონაწილეობისთვის სულ 12 ფინალისტი შეირჩა, მათგან 7-მა კი სტიპენდია მოიპოვა და თებერვლიდან ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსში ჩაერთო.

მეწარმე ქალები სომხეთში ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ

პარასკევი, 5 თებერვალი, 2021 წელი

33 წლის ანა სომხეთში, გეგანკუნიკის პროვინციაში, ქალაქ ჩამბარაკში ცხოვრობს და მცირე საოჯახო სასტუმროს მართავს.

პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქალთა მხარდაჭერას აგრძელებს

ოთხშაბათი, 3 თებერვალი, 2021 წელი

განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის სირთულეებისა და შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, კომპანიებმა, რომლებიც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან, მათ განსახორციელებლად საქართველოში არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს. შედეგად, ქალებმა ორგანიზაციების შიგნით თუ მათ ფარგლებს გარეთ რეალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა მიიღეს.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები სტრესთან გამკლავებას სწავლობენ

ორშაბათი, 25 იანვარი, 2021 წელი

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუატარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები.

პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისთვის

პარასკევი, 15 იანვარი, 2021 წელი

გასულ წელს პოპულარულმა ინტერნეტპლატფორმამ „ქალები საქართველოდან“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შშმ ქალებისა და გოგოების შესახებ ახალი რუბრიკა წამოიწყო. ინიციატივის შედეგად უკვე გადაიდგა ის პატარა ნაბიჯები, რომლებიც დიდი ცვლილებებისთვისაა ხოლმე საჭირო.

ქალები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში ერთვებიან და რეალურ ცვლილებებს აღწევენ

ორშაბათი, 11 იანვარი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფონდ ტასოსთან თანამშრომლობით, სოციალური მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ისინი ადგილობრივი პრიორიტეტების დადგენასა და ბიუჯეტის დაგეგმავში მუდმივად იყვნენ ჩართულები.

მოხალისე ქალები წარმატებული მეწარმეები ხდებიან

ორშაბათი, 14 დეკემბერი, 2020 წელი

144-მა ქალმა პროექტისგან “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ დაფინანსება მიიღო, რამაც მათი იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყო ხელი.

საქართველოს კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მხარდასაჭერად

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020 წელი

კერძო სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, კამპანიის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადება გაავრცელა.

საკუთარი ბიზნესი 60 წლის შემდეგ

ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2020 წელი

საბირაბადის რესურცენტრი, ბაქო ხაზარისა და გუსარის რესურსცენტრებთან ერთად, წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ქალების მეწარმეობისა და თვითდასაქმების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდას ემსახურება.

გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები კომპიუტერულ უნარებსა და კიბერსაფრთხეებთან გამკლავებას სწავლობენ

სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ინტერნეტ უნარ-ჩვევების, კიბერუსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის, ონლაინსივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელების, კიბერძალადობისა და შევიწროების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.

ქალთა გაძლიერების პრინციპები თემების განვითარებისთვის

ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2020 წელი

წლების განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის (გურიის რეგიონი) მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად ლანჩხუთში უწევდა ჩასვლა. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლიდან ქალაქში დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, ამიტომ ადგილობრივები ძალიან წვალობდნენ.

ნონა ნონიაშვილი: ახალგაზრდა მეწარმე საქართველოდან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2020 წელი

25 წლის ნონა ნონიაშვილმა საკუთარი კომპანიის საწარმოს გახსნა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში გადაწყვიტა, რათა გაჭირვებულ მოსახლეობას დახმარებოდა და ადგილობრივი ქალების გაძლიერებაზეც ეზრუნა.

საქართველოში მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების კვლევა პირველად ჩატარდება

ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში დროის გამოყენების კვლევას პირველად ჩაატარებს.

COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი - გააღრმავა

ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2020 წელი

COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.

მეწარმე ქალები COVID-19-ის პანდემიის კრიზისთან გამკლავების ახალ ხერხებს სწავლობენ

ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილე ქალები, რომლებმაც საქმიანობა სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით განავითარეს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად ინტერნეტსივრცეში, ონლაინტრენინგებზე გაერთიანდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკა და გამოწვევები

ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკა სპეციალური კვლევით შეისწავლეს.

ციფრულ ტექნოლოგიას ქალთა გაძლიერება შეუძლია, თუმცა...

პარასკევი, 22 მაისი, 2020 წელი

ციფრულ ტექნოლოგიებს 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში, თანასწორობის უზრუნველყოფასა და იმ „ნახტომისებრი“ შესაძლებლობების შექმნაში, რომლებიც გენდერული განსხვავებების აღმოსაფხვრელადაა საჭირო, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, არსებული ბარიერების დაძლევას მოითხოვს.

1 - 20  58 შესეგი