
სტატიები
- ქალთა და გოგონათა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთა (134)
- ეკონომიკური გაძლიერება (102)
- გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება (86)
- მშვიდობა და უსაფრთხოება (80)
- მმართველობა და ეროვნული დაგეგმარება (39)
- გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები (21)
- სქესობრივი შევიწროვება (19)
- სოფლად მცხოვრები ქალები (18)
- განათლება (10)
- ქალთა მკვლელობები / სიკვდილიანობა (9)
- Gender statistics (8)
- მაჩვენე მეტი
გულგრილობის ვირუსი კლავს — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი ონლაინკამპანია დაიწყო
ორშაბათი, 21 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ონლაინკამპანია მიზნად ამ რეალობის შეცვლას ისახავს და მოუწოდებს ყველას, არ იყვნენ გულგრილები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.
მოხალისე ქალები წარმატებული მეწარმეები ხდებიან
ორშაბათი, 14 დეკემბერი, 2020 წელი
144-მა ქალმა პროექტისგან “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ დაფინანსება მიიღო, რამაც მათი იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყო ხელი.
ორშაბათი, 7 დეკემბერი, 2020 წელი
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახალი პროექტი „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ დაიწყეს.
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი, 2020 წელი
ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებებს იცავს და 20 წელზე მეტია, ცდილობს, მათი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) სამდივნოსა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალი და რეალობა“ ერთად, CEDAW-ს კომიტეტის წევრებთან - ანა პელაეს ნარვაესსა და ლიკა ნადარაიასთან ონლაინშეხვედრა გამართა.
ტრადიცია გრძელდება: თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020 წელი
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
საქართველოს კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მხარდასაჭერად
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020 წელი
კერძო სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, კამპანიის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადება გაავრცელა.
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020 წელი
წლევანდელი ღია კარის დღის ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ქალთა საკითხებზე მომუშავე 60-მდე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოსთვის ფემიციდი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ამ პრობლემასთან მიმართებაში ისევ იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.
სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა, სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკურ კომიტეტთან (ARMSTAT) პარტნიორობით, დაასრულა კვლევა, რომლის მიზანსაც სომხეთში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური უთანასწორობის შესწავლა წარმოადგენდა.
პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით, ქალთა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის დანერგვაში ეხმარება
პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება. მათ შორისაა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც ეს სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით წარიმართა.
ნინო ბერიკაშვილის სიტყვებით: „ქალები სამშვიდობო პროცესებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ“
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული.
საკუთარი ბიზნესი 60 წლის შემდეგ
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2020 წელი
საბირაბადის რესურცენტრი, ბაქო ხაზარისა და გუსარის რესურსცენტრებთან ერთად, წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ქალების მეწარმეობისა და თვითდასაქმების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდას ემსახურება.
პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა ქართველი ჟურნალისტებისთვის აქტუალური ხდება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2020 წელი
ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებაში მედიას განსაკუთრებული როლის შესრულებაშეუძლია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები არა მარტო ინტერესდებოდნენ აღნიშნული თემებით, არამედ გენდერულად მგრძნობიარედ და ეთიკურად აშუქებდნენ მათ.
კონფლიქტით დაზარალებული ქალები COVID-19-ის პრობლემების ირგვლივ ერთიანდებიან
პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2020 წელი
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის განსახორციელებლად შესაძლებლობები ძლიერდება
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრირებას უჭერს მხარს და ამ მიზნის განსახორციელებლად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში გენდერულ მეინსტრიმინგზე შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტშია გათვალისწინებული.
გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები კომპიუტერულ უნარებსა და კიბერსაფრთხეებთან გამკლავებას სწავლობენ
სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ინტერნეტ უნარ-ჩვევების, კიბერუსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის, ონლაინსივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელების, კიბერძალადობისა და შევიწროების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.
პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020 წელი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები ზოგადად ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და მათი დაცვა ქალების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა ამოქმედდა
სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2020 წელი
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით, საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა. იგი სპეციალური GPS სისტემის მეშვეობით განხორციელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, მოძალადის გადაადგილება მუდმივად აკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში კი, ძალადობის განმეორების პრევენცია მოახდინოს.