თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

თარიღი:

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისს ეკუთვნის, მისი მხარმდაჭერი კი თბილისის მერიაა.

საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა
საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა და ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. საქართველოს დედაქალაქი ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა.

კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამისთვის საკმარისია, რომ მან 25 ნოემბერს ნარინჯისფერი ტანსაცმელი ან აქსესუარი ატაროს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას სოლიდარობა ამგვარად გამოუცხადოს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.