თავდაცვის სამინისტრო ქალთა საერაშორისო დღეს აღნიშნავს
თარიღი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გენდერული კვირეული სლოგანით - „ქალი ქვეყნის სამსახურში“ - სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა. კვირეული, სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში, 2016 წლის 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.
შეიარაღებულ ძალებში ქალების სამსახურის ღირსეულად დაფასების აღსანიშნად, მინისტრმა ვიცეპოლკოვნიკის წოდება მიანიჭა ოფიცრებს: ნათია ჩიტაურს, ეკატერინე ხარაშვილს და რუსუდან რომელაშვილს, სერჟანტმა ნანა ცხადაძემ კი საჩუქრად საცხოვრებელი ბინა მიიღო.
დამსწრე აუდიტორიას მიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოშიერიკა კვაპილოვამ, რომელმაც ხაზი გაუსვა სამინისტროს წარმატებულ ძალისხმევას გენდერული მეინსტრიმინგის და გაეროს უშიშროების საბჭოს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ მიღებული რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქალების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა, ოფიციალურ მიღებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის სამხედრო ბენდი აფორმებდა.
ღონისძიება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა და აღნიშნა, რომ სამინისტრო გენდერული თანასწორობის ახალ სტრატეგიას 2016 წელს დაამტკიცებს. „როგორც ქალი თავდაცვის მინისტრი, მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საქართველოს სამხედრო და თავდაცვის სფეროს მაღალ ეშელონებში გენდერული ბალანსის მიღწევასთან დაკავშირებით. შეიარაღებულ ძალებში ჩვენ ძალიან ბევრი ქალი სამხედრო მოსამსახურე გვყავს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ერთია პოლკოვნიკი, რაც უსამართლობაა. ჩემი ამოცანაა შეიარაღებულ ძალებში მოქმედი ყველა პრინციპის, წესისა და სტანდარტის დაცვით, ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თანაბარი შესაძლებლობები უზრუნველვყო,“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
შეიარაღებულ ძალებში ქალების სამსახურის ღირსეულად დაფასების აღსანიშნად, მინისტრმა ვიცეპოლკოვნიკის წოდება მიანიჭა ოფიცრებს: ნათია ჩიტაურს, ეკატერინე ხარაშვილს და რუსუდან რომელაშვილს, სერჟანტმა ნანა ცხადაძემ კი საჩუქრად საცხოვრებელი ბინა მიიღო.
დამსწრე აუდიტორიას მიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოშიერიკა კვაპილოვამ, რომელმაც ხაზი გაუსვა სამინისტროს წარმატებულ ძალისხმევას გენდერული მეინსტრიმინგის და გაეროს უშიშროების საბჭოს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ მიღებული რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.