UN Women-ის ორგანიზებით შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო
თარიღი:

გენდერული თანასწორობის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო; ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოდული პატრულ-ინსპექტორთა და უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებშია შესული. ოთხი საპილოტე ტრენინგის ჩატარების შემდეგ, შსს-ს აკადემია სასწავლო კურსის განხორციელებას საკუთარი რესურსით გააგრძელებს. სწავლების მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი აქტების გაცნობის საფუძველზე, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის დაუშვებლობის შესახებ მომავალი პოლიციელების ცოდნის გაღრმავება.
მოდულის შექმნა და ტრენინგების ჩატარება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუდმივად თანამშრომლობენ, ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, ტრენინგებსა და აქტივობებს.