სიახლეების
სტატიები
458 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
თემა
1 - 20  458 შესეგი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ერთობლივი სემინარი სახელმწიფო უწყებების, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობს

ორშაბათი, 6 სექტემბერი, 2021 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების აქტიურ მონაწილეობას გეგმის ეფექტიან შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები დასაქმებული მშობლების მხარდასაჭერად

პარასკევი, 27 აგვისტო, 2021 წელი

მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ დასაქმებული მშობლებისთვის მეგობრული, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება არა მარტო დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც სასარგებლოა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მუნიციპალურ დონეზე ქალთა საკითხების ადვოკატირებას აძლიერებენ

ორშაბათი, 16 აგვისტო, 2021 წელი

ქვეყნის მასშტაბით გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პროგრესის მიღწევა მუნიციპალიტეტების ჩართულობის გარეშე რთულია, ამიტომ ამ საკითხების ადგილობრივ მთავრობებთან ერთობლივად ადვოკატირებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურ ნაბიჯებს დგამენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებს ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება

ორშაბათი, 16 აგვისტო, 2021 წელი

15 მარტიდან 15 ივლისის პერიოდში საქართველოში აცრილ მოქალაქეთა 67% ქალია, 33% კი - კაცი. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საკითხებისა და საკუთარ თემებში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც, ინიციატივებს სწორედ ქალები იჩენენ.

საქართველოს საზღვაო სექტორში ქალების მხარდაჭერა ძლიერდება

პარასკევი, 6 აგვისტო, 2021 წელი

საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების წახალისების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან 2018 წლიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შენიშვნები „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის“ ალტერნატიულ ანგარიშში

ორშაბათი, 2 აგვისტო, 2021 წელი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში მოქმედმა 29 ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება მუნიციპალიტეტების ჩართულობით მიმდინარეობს

პარასკევი, 30 ივლისი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, რიგით მეოთხე, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა გრძელდება

ხუთშაბათი, 29 ივლისი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიზნით, თანამშრომლობას აგრძელებენ.

წყალი, საბავშვო ბაღები და ინტერნეტი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების მთავარ საჭიროებებად რჩება

ოთხშაბათი, 28 ივლისი, 2021 წელი

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ამ საჭიროებების განსაზღვრასა და მათ შესახებ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირებაზე კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობენ

ოთხშაბათი, 28 ივლისი, 2021 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას მის ეფექტიანობაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

მარცხი - ნაბიჯი წარმატებისკენ: მეწარმე ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე

ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 წელი

როგორია მარცხი, რომელიც სინამდვილეში წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება 26 ივლისს, ბათუმში, Fuckup Nights-ის პოპულარული ფორმატით გაუზიარეს.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოება ერთვება

ორშაბათი, 19 ივლისი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ქართველი ჟურნალისტები გენდერული სტატისტიკის გამოყენების სპეციფიკას ეცნობიან

კვირა, 18 ივლისი, 2021 წელი

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა თუ შესაბამისი პოლიტიკის დასაგეგმად გენდერულ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ფართოდ გამოყენება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იგი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს.

საჯარო სამსახურში გენდერული თანასწორობის გაძლიერება საჯარო სამსახურის ბიუროსთვის პრიორიტეტი ხდება

ხუთშაბათი, 15 ივლისი, 2021 წელი

გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და ზედა რგოლის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 36%-ს იკავებენ. აღნიშნული დისბალანსის შემცირებისა და დასაქმების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლობას აძლიერებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გენდერულ მეინსტრიმინგს აძლიერებს

პარასკევი, 9 ივლისი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით პარტნიორობას აგრძელებს.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმა მუშავდება

პარასკევი, 9 ივლისი, 2021 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ მეოთხე, 2021-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ISET-ის ახალი კვლევა საქართველოში დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ

პარასკევი, 9 ივლისი, 2021 წელი

საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის.

საქართველომ გენდერული თანასწორობისთვის ახალი ვალდებულებები აიღო

სამშაბათი, 29 ივნისი, 2021 წელი

თანასწორობის თაობის პარიზის ფორუმამდე ერთი დღით ადრე საქართველო გლობალურ მოძრაობას შეუერთდა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალი ვალდებულებები აიღო.

მე ვარ თანასწორობის თაობა: თინა ჩერტოვა, კედლის მხატვარი და აქტივისტი საქართველოდან

ორშაბათი, 28 ივნისი, 2021 წელი

ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ხელოვნების მეშვეობით გაიაზრონ და აღიარონ. თანაბარი უფლებები ხელს შეუწყობს ადამიანებს, საკუთარი უნარებისა და ნიჭის განვითარებაში, იმ უკეთესი ცხოვრების შექმნაში, სადაც არ იარსებებს სხვადასხვა დაბრკოლების, გასაქანის არმიცემის შიში, სადაც ისინი კარიერას თავად აირჩევენ და მათი წინსვლა მათსავე ნიჭზე იქნება დამოკიდებული. თუ დასჭირდებათ, დახმარებასაც ითხოვენ, იქნებიან სუსტები ან ძლიერები და ამის გამო, საზოგადოებისგან გაკიცხვას არ მიიღებენ.

თამარ იოსელიანის სიტყვებით: "ქალები საზღვაო ინდუსტრიას აძლიერებენ"

პარასკევი, 25 ივნისი, 2021 წელი

10 წელია, თამარ იოსელიანი საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს - დარგში, რომელშიც გლობალურად კაცები დომინირებენ. 2018 წლიდან კი ის საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობს და საკუთარი მაგალითით არა მარტო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ ინდუსტრიაში ქალების მონაწილეობის გაზრდაზეც აქტიურად ზრუნავს.

1 - 20  458 შესეგი