სტატიები

507
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
გაეროს სააგენტოების ინიციატივით, ონლაინფორმატში, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
თარიღი:
ონლაინკურსი „ინოვაციური სტრატეგიები და ციფრული გარდაქმნა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, მაშავისა და მაშავის კარმელის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა.
თარიღი:
გამოცდილების გაზიარება, სწავლა, თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობები ასობით ქალისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, 27-29 აპრილს ქალთა მეწარმეობის პირველი ვირტუალური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგუალურ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელთა მთავარი მიზანიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებაა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სომხეთში სოციალური დაცვის სისტემის შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.
თარიღი:
საქართველოს პროკურატურა პროკურორების სპეციალიზაციის მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს. ოჯახური დანაშაულების შემდეგ სპეციალიზებული პროკურორები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზეც იმუშავებენ.
თარიღი:
სოციალური მობილიზაციის კომპონენტი სოფლად მცხოვრები ქალებისა და მათი თემების გასაძლიერებლად გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ფონდმა ტასომ პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში 2017 წელს დაიწყეს.
თარიღი:
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი სახელმძღვანელო „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობა“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით ქართულ ენაზე მომზადდა.
თარიღი:
კომპანიებმა, რომელთა კორპორაციულ კულტურაშიც ქალთა გაძლიერების პრინციპები მთავარ ღირებულებებადაა ქცეული, COVID-19-ის პირველივე ეტაპზე ისეთი საპასუხო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რომლებიც ქალების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული.
თარიღი:
ერთ-ერთი უწყება, რომელმაც თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი 2020 წლის ბოლოს ჩაატარა, საქართველოს პროკურატურაა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წარიმართა. აუდიტის შედეგების განხილვა კი 2021 წლის 29 მარტს შედგა.
თარიღი:
15-24 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქეა კავკასიასთან პარტნიორობით, ონლაინსესიები გამართა. მათ ნაწილს - საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილს კი საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები მეწარმე ქალები დაესწრნენ.
თარიღი:
2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების აღკვეთისა და მასზე რეაგირების შესახებ კანონი მიიღო, სულ უფრო იზრდება იმ საჯარო უწყებების რაოდენობა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმებს ნერგავენ.
თარიღი:
საფრანგეთის საელჩომ საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისებმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე გლობალური მოძრაობა „თანასწორობის თაობა” წარადგინეს.
თარიღი:
ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს, რომლის მისაღწევადაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სამუშაო პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვით დაინტერესდა.
თარიღი:
10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კვლევის „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა.
თარიღი:
რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ბაქოს საფონდო ბირჟამ და სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟამ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
თარიღი:
ინიციატივა, რომლის მიზანი ქართველი ქალი სტარტაპერებისთვის განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე წარმატების მიღწევაში დახმარებაა, გასულ წელს დაიწყო. მონაწილეობისთვის სულ 12 ფინალისტი შეირჩა, მათგან 7-მა კი სტიპენდია მოიპოვა და თებერვლიდან ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსში ჩაერთო.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღის ღონისძიებას ყოველწლიურად მართავს.