სტატიები

8
ნაპოვნი შედეგები
1 - 8 8 შესეგი
თარიღი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებები ქალთა გაძლიერების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ცალკემდგომ პროექტებს, ისე გენდერული თანასწორობის პროგრამებსა და ინიციატივებში შშმ ქალებისა და გოგოების საკითხების ინტეგრირებასა და მათი ინფორმირებული მონაწილეობის უზრუნველყოფას.
თარიღი:
23 წლის მარიამ დარბაიძე ახალბედა ვლოგერია. პროფესიით სოციოლოგს, Youtube-ზე საკუთარი არხი აქვს და ვლოგებს ძირითადად სმენის დაქვეითების შესახებ ამზადებს. თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ონლაინპლატფორმის შექმნა სწორედ ამ ფაქტორმა უბიძგა.
თარიღი:
ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამჟამად საქართველოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, შშმ ქალთა უფლებებია და 23-24 ოქტომბერს რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ტრენინგის მთავარ თემად ამჯერად სწორედ ეს საკითხი იქცა.
თარიღი:
გასულ წელს პოპულარულმა ინტერნეტპლატფორმამ „ქალები საქართველოდან“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შშმ ქალებისა და გოგოების შესახებ ახალი რუბრიკა წამოიწყო. ინიციატივის შედეგად უკვე გადაიდგა ის პატარა ნაბიჯები, რომლებიც დიდი ცვლილებებისთვისაა ხოლმე საჭირო.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) სამდივნოსა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალი და რეალობა“ ერთად, CEDAW-ს კომიტეტის წევრებთან - ანა პელაეს ნარვაესსა და ლიკა ნადარაიასთან ონლაინშეხვედრა გამართა.
თარიღი:
ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებებს იცავს და 20 წელზე მეტია, ცდილობს, მათი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
თარიღი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები ზოგადად ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და მათი დაცვა ქალების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თარიღი:
ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.