სტატიები

6
ნაპოვნი შედეგები
1 - 6 6 შესეგი
თარიღი:
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სტუდენტების ჩართულობა სრულიად ახალ პერსპექტივებს ქმნის. ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტეგრირებას უჭერს მხარს.
თარიღი:
თანასწორობის მიღწევისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღების 25 წლისთავზე გლობალური კამპანია „თანასწორობის თაობა“ წარადგინა. ინიციატივის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევის წამოწყებებში უფრო მეტი ახალგაზრდა აქტივისტისა და მომავალი ლიდერის ჩართულობაა.
თარიღი:
ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.
თარიღი:
17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა და FarmApp-ის მფლობელია. მარიამი მონაწილეობდა გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გენდერული სტატისტიკის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.
თარიღი:
ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ქალებისა და კაცების თანასწორი შესაძლებლობებით უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან გრძელვადიანი ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერამ სამუშაო ადგილი ყველასთვის უკეთეს გარემოდ შეიძლება აქციოს.
თარიღი:
ახალი კვლევის თანახმად, ქალი მიგრანტები, რომლებიც საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად არიან წასულები, ხშირად ხანგრძლივ მიგრაციას თავს ვერ აღწევენ. ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის შეწყვეტას განუსაზღვრელი დროით დებენ, რადგან საქართველოში მყოფ ზრდასრულ შვილებს, მათი ფულადი გზავნილების გარეშე, ადეკვატური საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.