სტატიები

3
ნაპოვნი შედეგები
1 - 3 3 შესეგი
თარიღი:
ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და ვირუსის სოციალური შედეგები ქალებზე უკვე მძიმედ აისახა. გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ქალები არა მარტო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ისინი ავადმყოფობაზე რეაგირებაშიც უდიდეს როლს ასრულებენ.
თარიღი:
ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.
თარიღი:
ახალი კვლევის თანახმად, ქალი მიგრანტები, რომლებიც საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად არიან წასულები, ხშირად ხანგრძლივ მიგრაციას თავს ვერ აღწევენ. ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის შეწყვეტას განუსაზღვრელი დროით დებენ, რადგან საქართველოში მყოფ ზრდასრულ შვილებს, მათი ფულადი გზავნილების გარეშე, ადეკვატური საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.