სტატიები

10
ნაპოვნი შედეგები
1 - 10 10 შესეგი
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის ხელშეწყობისთვის 2018 წლიდან მუშაობს.
თარიღი:
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა პოზიტიური მაგალითების ჩვენებაა, მათ შორის, იმ ბიზნესორგანიზაციების, რომლებიც საკუთარი საქმიანობით კაცებით დომინირებულ, სტერეოტიპულ სფეროში გოგოების წახალისებისთვის იღვწიან.
თარიღი:
რა გამოწვევები აქვთ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ქალებსა და გოგოებს და როგორია მათი დაძლევის რეალური მაგალითები - ICT სფეროში დასაქმებულმა ექვსმა სპიკერმა ქალმა საკუთარი შთამბეჭდავი ისტორიები აუდიტორიას პეჩაკუჩა ფორმატით უამბო.
თარიღი:
დაჯი ლიპარტელიანისა და მისი სტარტაპის ისტორია ერთ-ერთი გამორჩეული ნომინანტი იყო გრეის ჰოპერის ჯილდოზე, რომელიც გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ თიბისი ბანკთან პარტნიორობით დაარსდა.
თარიღი:
500 ქალი ტექნოლოგიებში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თიბისი ბანკის, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისა და IT სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდება.
თარიღი:
საქართველოში პროფესიები გენდერის მიხედვით მკვეთრად დაყოფილია. ერთ-ერთი მაღალნაზღურებადი სფერო, რომელიც კაცებითაა დომინირებული, საინფორმაციო ტექნოლოგიებია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე ინიციატივა სწორედ ამ უთანასწორობის შესამცირებლად შემუშავდა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
თარიღი:
19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი 27 000 გულშემატკივრის წინ, ქართველი და სამოელი მორაგბეების ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ UNiTE მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თარიღი:
სოფელი ერგეტა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 1200-მდე მაცხოვრებელს აერთიანებს. აქ მოსახლეობა სხვადასხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით სოფლის სტუმრებთან ერთად, ხშირად იკრიბება. 6 ივლისს სოფლის 50-მდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვაჟები და გოგონები, მუნიციპალიტეტის შენობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართველ მორაგბეებთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
თარიღი:
"ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, დაუშვებელია. ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრებისეული მოვალეობაა და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბრძოლაში თქვენც შემოგვიერთდებით“,-ამ სიტყვებით ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ნოდარ ანდღულაძემ სამოაში, აველეს კოლეჯის სტუდენტებს მიმართა.