სტატიები

34
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
11-12 ივნისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, ამ უწყებების თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ პირველი ტრენინგი ჩაატარა.
თარიღი:
25 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით, საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
თარიღი:
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებასა და დახვეწაზე მუშაობენ. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, რომელიც პარტნიორ უწყებებს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს.
თარიღი:
მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა სექსუალური შევიწროების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ სამუშაო შეხვედრა, რომელიც 27-28 ოქტომბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ჩაატარა.
თარიღი:
15 მარტიდან 15 ივლისის პერიოდში საქართველოში აცრილ მოქალაქეთა 67% ქალია, 33% კი - კაცი. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საკითხებისა და საკუთარ თემებში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც, ინიციატივებს სწორედ ქალები იჩენენ.
თარიღი:
კომპანიებმა, რომელთა კორპორაციულ კულტურაშიც ქალთა გაძლიერების პრინციპები მთავარ ღირებულებებადაა ქცეული, COVID-19-ის პირველივე ეტაპზე ისეთი საპასუხო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რომლებიც ქალების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული.
თარიღი:
2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების აღკვეთისა და მასზე რეაგირების შესახებ კანონი მიიღო, სულ უფრო იზრდება იმ საჯარო უწყებების რაოდენობა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმებს ნერგავენ.
თარიღი:
რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
თარიღი:
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუატარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები.
თარიღი:
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
თარიღი:
7-8 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
თარიღი:
2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
თარიღი:
COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილე ქალები, რომლებმაც საქმიანობა სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით განავითარეს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად ინტერნეტსივრცეში, ონლაინტრენინგებზე გაერთიანდნენ.
თარიღი:
ვირუსის გავრცელების შემცირებას ყველა სოციალური დისტანცირებითა და იზოლაციით ცდილობს, ამიტომ გვსურს, ის საუკეთესო შესაძლებლობები გაგიზიაროთ, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას როგორც თქვენს სახლებში, ისე მსოფლიოში. თანაც, უსაფრთხოდ: სახლიდან გაუსვლელად, დივანზე ჯდომით.
თარიღი:
ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და ვირუსის სოციალური შედეგები ქალებზე უკვე მძიმედ აისახა. გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ქალები არა მარტო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ისინი ავადმყოფობაზე რეაგირებაშიც უდიდეს როლს ასრულებენ.
თარიღი:
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პუმზილე მლამბო-ნგუკას განცხადებით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წყაროდ რჩება უთანასწორობა და დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროებაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნორმალიზებული, გამართლებული და დამალული იყო.
თარიღი:
თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა გვაქვს, ყოველდღიურად გადავამოწმოთ, ჩვენი ქცევებითა თუ შეხედულებებით ხელს ხომ არ ვუწყობთ გაუპატიურების კულტურის გავრცელებას. საქმე იმაშია, რომ ყველას შეგვიძლია ამგვარი გარემოს წინააღმდეგ მოქმედება, მათ შორის გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებითა და იმ პოზიციით, რომელსაც საჯაროდ ვუჭერთ მხარს.
თარიღი:
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მიიღო. ახალი კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სექსუალური შევიწროების შესახებ პრევენციული ძალისხმევის გაძლიერებაში.
თარიღი:
იმ ორგანიზაციების კორპორაციული კულტურა და სამუშაო გარემო, რომლებთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, გენდერულად მგრნობიარე და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უნდა იყოს.