სტატიები

13
ნაპოვნი შედეგები
1 - 13 13 შესეგი
თარიღი:
საქართველოსთვის ფემიციდი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ამ პრობლემასთან მიმართებაში ისევ იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის პრევენციისა და მონიტორინგის თემაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ონლაინკონფერენცია გამართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ქალთა გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობების - ფემიციდის მონიტორინგის ხუთწლიანი შედეგები წარადგინა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება.
თარიღი:
ფემიციდის, გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების შემთხვევების მონიტორინგი და პრევენციაზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
თარიღი:
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას, რომელზეც „ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში - 2016 წელს მომხდარი ქალთა გენდერული მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ანალიზი“ წარადგინა.
თარიღი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის პეტიციას, რომელიც გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობებთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამდენად, პარლამენტს შეუძლია დაიწყოს განხილვები, რომელთა შედეგადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება შესაძლებელი.
თარიღი:
საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
თარიღი:
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ გამართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020 წწ) შემუშავება დაიწყო.
თარიღი:
მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაზე ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი წარადგინა. ამასთან, უწყებამ დეტალურად განიხილა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები.
თარიღი:
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი აპარატი ქვეყანაში ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგს იწყებს.