სტატიები

11
ნაპოვნი შედეგები
1 - 11 11 შესეგი
თარიღი:
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოს კერძო სექტორთან მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ეს პარტნიორობა თანდათან გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი, ახალი ინიციატივებით ფართოვდება და კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება.
თარიღი:
საქართველოში ოჯახში დასაქმებულების - ძიძების, მომვლელების, დამხმარეების და ა.შ 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სომხეთში სოციალური დაცვის სისტემის შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება. მათ შორისაა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც ეს სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით წარიმართა.
თარიღი:
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, სოციალური დაცვის ერთობლივი შეფასების შესახებ ონლაინსემინარი ჩაატარა. სემინარზე ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყანაში სოციალური დაცვის ამჟამად არსებული სისტემის შეფასების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მისი შედეგებიც განიხილეს.
თარიღი:
14-წლიანი პაუზის შემდეგ 5 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. ლიკა 37 წლისაა და საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს. როცა 2 წლის წინ მოძალადე ქმარს გაშორდა, მძიმე, სტრესულ მდგომარეობაში იყო.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“ ოჯახში ძალადობაგანცდილი პირების გაძლიერებისთვის ერთობლივი ძალისხმევით იმოქმედებენ.
თარიღი:
რა როლის შესრულება შეუძლია მასმედიას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციაში? - ამ თემაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის სპეციალური სემინარი გამართა.
თარიღი:
ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის სამი ბიზნესკომპანია დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს (MCA) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, უშიშროების სექტორში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
თარიღი:
კერძო სექტორი საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებლია და ის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 25-27 აპრილს, კომპანიებსა თუ ზოგადად ქალთა გაძლიერების პროცესში კერძო სექტორის აქტიურად ჩასართავად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ბიზნესის 30 წარმომადგენლისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები საქართველოს მიკროსაფინანსო ასიციაციასა და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით გაიმართა.