სტატიები

7
ნაპოვნი შედეგები
1 - 7 7 შესეგი
თარიღი:
მიმდინარე წლის მაისიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის შედეგად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების 143-მა საჯარო მოხელემ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგები გაიარა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფონდ ტასოსთან თანამშრომლობით, სოციალური მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ისინი ადგილობრივი პრიორიტეტების დადგენასა და ბიუჯეტის დაგეგმავში მუდმივად იყვნენ ჩართულები.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
თარიღი:
19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი 27 000 გულშემატკივრის წინ, ქართველი და სამოელი მორაგბეების ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ UNiTE მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თარიღი:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში პროგრამული ბიუჯეტირება 2012 წელს დაინერგა. ინიციატივა 2013 წლის 1 იანვრისთვის ადგილობრივი მთავრობებისგან პროგრამული ბიუჯეტების დანერგვასა და განხორციელებას მოითხოვდა, თუმცა სამი წლის შემდეგაც იგი კვლავ გამოწვევად რჩება. ეს სიახლე სათანადო დაგეგმვას, ბიუჯეტირებასა და განხორციელების შესაძლებლობებს მოითხოვს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე.
თარიღი:
სოფელი ერგეტა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 1200-მდე მაცხოვრებელს აერთიანებს. აქ მოსახლეობა სხვადასხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით სოფლის სტუმრებთან ერთად, ხშირად იკრიბება. 6 ივლისს სოფლის 50-მდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვაჟები და გოგონები, მუნიციპალიტეტის შენობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართველ მორაგბეებთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
თარიღი:
"ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, დაუშვებელია. ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრებისეული მოვალეობაა და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბრძოლაში თქვენც შემოგვიერთდებით“,-ამ სიტყვებით ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ნოდარ ანდღულაძემ სამოაში, აველეს კოლეჯის სტუდენტებს მიმართა.