სტატიები

9
ნაპოვნი შედეგები
1 - 9 9 შესეგი
თარიღი:
მიმდინარე წლის მაისიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის შედეგად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების 143-მა საჯარო მოხელემ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგები გაიარა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართულ მედიასთან წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს და მათ გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგის მიმართულებით სხვადასხვა ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრას სთავაზობს.
თარიღი:
ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამჟამად საქართველოში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, შშმ ქალთა უფლებებია და 23-24 ოქტომბერს რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ტრენინგის მთავარ თემად ამჯერად სწორედ ეს საკითხი იქცა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფონდ ტასოსთან თანამშრომლობით, სოციალური მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ისინი ადგილობრივი პრიორიტეტების დადგენასა და ბიუჯეტის დაგეგმავში მუდმივად იყვნენ ჩართულები.
თარიღი:
ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებაში მედიას განსაკუთრებული როლის შესრულებაშეუძლია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები არა მარტო ინტერესდებოდნენ აღნიშნული თემებით, არამედ გენდერულად მგრძნობიარედ და ეთიკურად აშუქებდნენ მათ.
თარიღი:
რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნასტასია არაბული ქალთა საკითხებს აქტიურად აშუქებს და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ნასტასია ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინტერაქტიულ გამოფენაში "ძალადობის ინტერიერი" და მონაწილეობდა #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონში, რომელიც 2018 წელს ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის გაიმართა.
თარიღი:
ხატია ღოღობერიძე ქართული ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტია. მისი სტატიები ხშირად ქალების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს ეხმიანება.
თარიღი:
ბრენდებისა და მარკეტინგის გავლენა გაყიდვების ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ზოგჯერ სტერეოტიპების გამყარების, ზოგ შემთხვევაში კი პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობად იქცა.
თარიღი:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში პროგრამული ბიუჯეტირება 2012 წელს დაინერგა. ინიციატივა 2013 წლის 1 იანვრისთვის ადგილობრივი მთავრობებისგან პროგრამული ბიუჯეტების დანერგვასა და განხორციელებას მოითხოვდა, თუმცა სამი წლის შემდეგაც იგი კვლავ გამოწვევად რჩება. ეს სიახლე სათანადო დაგეგმვას, ბიუჯეტირებასა და განხორციელების შესაძლებლობებს მოითხოვს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე.