სტატიები

50
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
მიმდინარე წლის 5 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის, „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ შედეგები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს გააცნო.
თარიღი:
საჯარო სამსახურის ბიურომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, პირველად შეიმუშავა და მიმდინარე წლის 6 ივლისს დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
თარიღი:
25 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით, საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
თარიღი:
23-25 მაისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.
თარიღი:
არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს მაღალი დონის შეხვედრაზე „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“, რომელიც 10 მაისს, თბილისში გაიმართა.
თარიღი:
სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში პირველად ჩაატარა და 15 აპრილს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, განვითარების პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების 40-ზე მეტ წარმომადგენელს სპეციალური ანგარიში „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში“ წარუდგინა.
თარიღი:
500 ქალი ტექნოლოგიებში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თიბისი ბანკის, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისა და IT სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდება.
თარიღი:
მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენდა სექსუალური შევიწროების მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ სამუშაო შეხვედრა, რომელიც 27-28 ოქტომბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ჩაატარა.
თარიღი:
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში მოქმედმა 29 ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაცია (ათეა) მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს მათ სპეციფიკაზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.
თარიღი:
ერთ-ერთი უწყება, რომელმაც თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი 2020 წლის ბოლოს ჩაატარა, საქართველოს პროკურატურაა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წარიმართა. აუდიტის შედეგების განხილვა კი 2021 წლის 29 მარტს შედგა.
თარიღი:
2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროების აღკვეთისა და მასზე რეაგირების შესახებ კანონი მიიღო, სულ უფრო იზრდება იმ საჯარო უწყებების რაოდენობა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმებს ნერგავენ.
თარიღი:
10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კვლევის „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა ლიდერობისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად დაამტკიცა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრირებას უჭერს მხარს და ამ მიზნის განსახორციელებლად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში გენდერულ მეინსტრიმინგზე შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტშია გათვალისწინებული.
თარიღი:
7-8 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გამართა.
თარიღი:
ადგილობრივ ხელისუფლებებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლის აქვთ. თუმცა, საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ინიციატივები ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯერ მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკა სპეციალური კვლევით შეისწავლეს.
თარიღი:
კლიმატის ცვლილებისა თუ მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება, ასევე, საიმედო, განახლებად და თანამედროვე ენერგიაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ზრდა მსოფლიოს მიერ აღიარებულ მდგრადი განვითარების მიზნებს შორისაა და მათ მიღწევაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას საკუთარი წვლილი შეაქვს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, მხარდაჭერა გაუწია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისთვის მეექვსე პერიოდული ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ დისკუსიებს.