სტატიები

35
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ფონდი ტასოს“ სოციალური მობილიზაციის ინიციატივას სოფლად მცხოვრები ქართველი ქალებისა და მათი თემების ყოველდღიურობაში არაერთი პოზიტიური ცვლილება შეაქვს. 2019 წლიდან ამ კომპონენტის განხორციელება სამცხე-ჯავახეთშიც მიმდინარეობს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომლის აქტივობებიც „ფონდი ტასოს“, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ქეა კავკასიის მიერ ხორციელდება, სოფლად მცხოვრები ასობით ქალის ცხოვრება შეიცვალა.
თარიღი:
მეწარმე ქალები რეგიონის განვითარებისთვის - ეს იყო თემა, რომლის ირგვლივაც ადგილობრივი 6 მეწარმე ქალი PechaKucha Night-ის პოპულარულ პლატფორმაზე გაერთიანდა.
თარიღი:
სასწავლო პლატფორმა ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია.
თარიღი:
15 მარტიდან 15 ივლისის პერიოდში საქართველოში აცრილ მოქალაქეთა 67% ქალია, 33% კი - კაცი. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საკითხებისა და საკუთარ თემებში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც, ინიციატივებს სწორედ ქალები იჩენენ.
თარიღი:
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ამ საჭიროებების განსაზღვრასა და მათ შესახებ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირებაზე კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს.
თარიღი:
მცირე ნაბიჯებს დიდ ზეგავლენამდე მივყავართ - სწორედ ეს სლოგანი იქცა მთავარ ინსპირაციად სოციალური მობილიზაციის კომპონენტში ჩართული, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებმაც 5 ივნისს, გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სამ რეგიონში მოხალისეობრივი ინიციატივები წამოიწყეს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
თარიღი:
კომპანიებმა, რომელთა კორპორაციულ კულტურაშიც ქალთა გაძლიერების პრინციპები მთავარ ღირებულებებადაა ქცეული, COVID-19-ის პირველივე ეტაპზე ისეთი საპასუხო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რომლებიც ქალების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული.
თარიღი:
რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
თარიღი:
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუატარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფონდ ტასოსთან თანამშრომლობით, სოციალური მობილიზაციის კომპონენტის დახმარებით, აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ისინი ადგილობრივი პრიორიტეტების დადგენასა და ბიუჯეტის დაგეგმავში მუდმივად იყვნენ ჩართულები.
თარიღი:
საბირაბადის რესურცენტრი, ბაქო ხაზარისა და გუსარის რესურსცენტრებთან ერთად, წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ქალების მეწარმეობისა და თვითდასაქმების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდას ემსახურება.
თარიღი:
კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს, რომლებიც წლებია, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ, COVID-19 იდენტური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამიტომ, პანდემიით გამოწვეული პრობლემების ირგვლივ გაერთიანება, ქალებს შორის დიალოგი, გამოცდილების გაზიარება და მათთვის კომპეტენტური რეკომენდაციების მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
თარიღი:
წლების განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის (გურიის რეგიონი) მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად ლანჩხუთში უწევდა ჩასვლა. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლიდან ქალაქში დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, ამიტომ ადგილობრივები ძალიან წვალობდნენ.
თარიღი:
ქეთი წილოსანი გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ქალთა ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში აქტიურად მონაწილეობს.
თარიღი:
2020 წელს COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება ფუნდამენტურად შეცვალა. მნიშვნელოვნად იმატა საფრთხეებმა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისე ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
თარიღი:
COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილე ქალები, რომლებმაც საქმიანობა სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით განავითარეს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად ინტერნეტსივრცეში, ონლაინტრენინგებზე გაერთიანდნენ.
თარიღი:
აგროტურიზმი საქართველოს რეგიონული განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, მთიანი რაიონებისთვის ფინანსური შემოსავლის მიღებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.