სტატიები

4
ნაპოვნი შედეგები
1 - 4 4 შესეგი
თარიღი:
ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ხელოვნების მეშვეობით გაიაზრონ და აღიარონ.თანაბარი უფლებები ხელს შეუწყობს ადამიანებს, საკუთარი უნარებისა და ნიჭის განვითარებაში, იმ უკეთესი ცხოვრების შექმნაში, სადაც არ იარსებებს სხვადასხვა დაბრკოლების, გასაქანის არმიცემის შიში, სადაც ისინი კარიერას თავად აირჩევენ და მათი წინსვლა მათსავე ნიჭზე იქნება დამოკიდებული. თუ დასჭირდებათ, დახმარებასაც ითხოვენ, იქნებიან სუსტები ან ძლიერები და ამის გამო, საზოგადოებისგან გაკიცხვას არ მიიღებენ.
თარიღი:
ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი 2014 წლიდან კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიის მხარდამჭერია. ღონისძიების ინიციატორია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და იგი ტრადიციულად 29 ნოემბერს - ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს ტარდება. პრემია ქალთა უფლებადამცველების ღვაწლის აღიარებას ემსახურება.
თარიღი:
ახალი კვლევის თანახმად, ქალი მიგრანტები, რომლებიც საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად არიან წასულები, ხშირად ხანგრძლივ მიგრაციას თავს ვერ აღწევენ. ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის შეწყვეტას განუსაზღვრელი დროით დებენ, რადგან საქართველოში მყოფ ზრდასრულ შვილებს, მათი ფულადი გზავნილების გარეშე, ადეკვატური საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.