სტატიები

5
ნაპოვნი შედეგები
1 - 5 5 შესეგი
თარიღი:
ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ხელოვნების მეშვეობით გაიაზრონ და აღიარონ.თანაბარი უფლებები ხელს შეუწყობს ადამიანებს, საკუთარი უნარებისა და ნიჭის განვითარებაში, იმ უკეთესი ცხოვრების შექმნაში, სადაც არ იარსებებს სხვადასხვა დაბრკოლების, გასაქანის არმიცემის შიში, სადაც ისინი კარიერას თავად აირჩევენ და მათი წინსვლა მათსავე ნიჭზე იქნება დამოკიდებული. თუ დასჭირდებათ, დახმარებასაც ითხოვენ, იქნებიან სუსტები ან ძლიერები და ამის გამო, საზოგადოებისგან გაკიცხვას არ მიიღებენ.
თარიღი:
10 წელია, თამარ იოსელიანი საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს - დარგში, რომელშიც გლობალურად კაცები დომინირებენ. 2018 წლიდან კი ის საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობს და საკუთარი მაგალითით არა მარტო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ ინდუსტრიაში ქალების მონაწილეობის გაზრდაზეც აქტიურად ზრუნავს.
თარიღი:
ქეთი წილოსანი გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ქალთა ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში აქტიურად მონაწილეობს.
თარიღი:
რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნასტასია არაბული ქალთა საკითხებს აქტიურად აშუქებს და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ნასტასია ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინტერაქტიულ გამოფენაში "ძალადობის ინტერიერი" და მონაწილეობდა #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონში, რომელიც 2018 წელს ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის გაიმართა.
თარიღი:
ნინო ცომაია (რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით, სახელი შეცვლილია) ორი წელია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორია. 112 საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერია, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს.