სტატიები

5
ნაპოვნი შედეგები
1 - 5 5 შესეგი
თარიღი:
ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ხელოვნების მეშვეობით გაიაზრონ და აღიარონ.თანაბარი უფლებები ხელს შეუწყობს ადამიანებს, საკუთარი უნარებისა და ნიჭის განვითარებაში, იმ უკეთესი ცხოვრების შექმნაში, სადაც არ იარსებებს სხვადასხვა დაბრკოლების, გასაქანის არმიცემის შიში, სადაც ისინი კარიერას თავად აირჩევენ და მათი წინსვლა მათსავე ნიჭზე იქნება დამოკიდებული. თუ დასჭირდებათ, დახმარებასაც ითხოვენ, იქნებიან სუსტები ან ძლიერები და ამის გამო, საზოგადოებისგან გაკიცხვას არ მიიღებენ.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
თარიღი:
19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი 27 000 გულშემატკივრის წინ, ქართველი და სამოელი მორაგბეების ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ UNiTE მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თარიღი:
სოფელი ერგეტა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 1200-მდე მაცხოვრებელს აერთიანებს. აქ მოსახლეობა სხვადასხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით სოფლის სტუმრებთან ერთად, ხშირად იკრიბება. 6 ივლისს სოფლის 50-მდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვაჟები და გოგონები, მუნიციპალიტეტის შენობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართველ მორაგბეებთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
თარიღი:
"ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, დაუშვებელია. ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრებისეული მოვალეობაა და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბრძოლაში თქვენც შემოგვიერთდებით“,-ამ სიტყვებით ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ნოდარ ანდღულაძემ სამოაში, აველეს კოლეჯის სტუდენტებს მიმართა.