სტატიები

10
ნაპოვნი შედეგები
1 - 10 10 შესეგი
თარიღი:
მანდატურთა ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერა.
თარიღი:
გამოკითხვის დროს 17 წლის გოგო სავარძელში იჯდა და თვალებში არავის უყურებდა. მოძალადეზე საუბრისას, რომელიც მისი ოჯახის წევრი იყო, გოგოს ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა „ადამიანი“. იგი მას „უსულო საგნად“ მოიხსენიებდა“, - ამბობს გამომძიებელი გვანცა გოგავა.
თარიღი:
როგორია მოძალადეთა ქცევის კორექციის ქართული პროგრამის შეფასება, რამდენად შეესაბამება იგი საერთაშორისო სტანდარტებს და როგორ მიმდინარეობს ანალოგიური პროგრამები ევროკავშირის ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიისას - ამ თემების განსახილველად გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ონლაინშეხვედრა გამართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
თარიღი:
მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაზე ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი წარადგინა. ამასთან, უწყებამ დეტალურად განიხილა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები.
თარიღი:
19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი 27 000 გულშემატკივრის წინ, ქართველი და სამოელი მორაგბეების ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ UNiTE მხარდაჭერა გამოუცხადეს.
თარიღი:
სოფელი ერგეტა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და 1200-მდე მაცხოვრებელს აერთიანებს. აქ მოსახლეობა სხვადასხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით სოფლის სტუმრებთან ერთად, ხშირად იკრიბება. 6 ივლისს სოფლის 50-მდე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მათ შორის ვაჟები და გოგონები, მუნიციპალიტეტის შენობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ქართველ მორაგბეებთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
თარიღი:
"ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით კი ქალთა და გოგონათა მიმართ, დაუშვებელია. ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრებისეული მოვალეობაა და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბრძოლაში თქვენც შემოგვიერთდებით“,-ამ სიტყვებით ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის სპეციალისტმა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ნოდარ ანდღულაძემ სამოაში, აველეს კოლეჯის სტუდენტებს მიმართა.
თარიღი:
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მიერ „ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამა, გენდერული ძალადობა“ შემუშავდა. პროგრამის პრეზენტაცია 21 აპრილს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.
თარიღი:
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მომსახურებების, კერძოდ თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2011 წლიდან საქართველოში 3 ასეთი თავშესაფარი მოქმედებს. მიმდინარე წლის 5 აპრილს კი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში, მეოთხე თავშესაფარი გაიხსნა.