სტატიები

8
ნაპოვნი შედეგები
1 - 8 8 შესეგი
თარიღი:
ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია.
თარიღი:
10 წელია, თამარ იოსელიანი საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს - დარგში, რომელშიც გლობალურად კაცები დომინირებენ. 2018 წლიდან კი ის საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობს და საკუთარი მაგალითით არა მარტო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ ინდუსტრიაში ქალების მონაწილეობის გაზრდაზეც აქტიურად ზრუნავს.
თარიღი:
ქეთი წილოსანი გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ქალთა ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში აქტიურად მონაწილეობს.
თარიღი:
რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნასტასია არაბული ქალთა საკითხებს აქტიურად აშუქებს და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ნასტასია ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინტერაქტიულ გამოფენაში "ძალადობის ინტერიერი" და მონაწილეობდა #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონში, რომელიც 2018 წელს ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის გაიმართა.
თარიღი:
მარინა თაბუკაშვილი ქალთა ფონდ „ტასოსა“ და მეხსიერების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია. ის გვიყვება, თუ რატომ მიიღეს 1955 წელს პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა, რომელიც ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის სტრატეგიულ დღის წესრიგს წარმოადგენს. რატომ ვერ ახერხებენ ამჟამადაც ქალები საკუთარი უფლებების რეალიზებას? მარინა თაბუკაშვილი სწორედ ამ თემაზე საუბრობს.
თარიღი:
ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.
თარიღი:
ნინო ცომაია (რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით, სახელი შეცვლილია) ორი წელია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორია. 112 საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერია, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს.
თარიღი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.