სტატიები

195
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
11-12 ივნისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, ამ უწყებების თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ პირველი ტრენინგი ჩაატარა.
თარიღი:
მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები მედიასაშუალებების წარმომადგენლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოაქცია.
თარიღი:
თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება დღითიდღე აქტუალური ხდება. ამავდროულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამხედრო ოპერაციებსა და კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირების დაცვაზე გენდერული ფაქტორის გავლენაც.
თარიღი:
კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერება, მთავრობასთან დიალოგის ხელშეწყობა, მათი საჭიროებების შესაბამის უწყებებთან ადვოკატირება და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების ჩართულობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
თარიღი:
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, იტალიის, ისრაელის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში.
თარიღი:
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე ელიკო ბენდელიანი არა მარტო მონაწილეობს ამ აქტივობებში, არამედ თავადაც მუდმივად ცდილობს, სამშვიდობო პროცესებში მეტი ქალი და ახალგაზრდა იყოს წარმოდგენილი.
თარიღი:
2022 წლის 8 მარტის მთავარს თემას წარმოადგენს „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“. იგი მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში იმ ქალებისა და გოგოების წვლილის აღიარებას, რომლებიც წარმატებით უძღვებიან კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისა თუ მათზე რეაგირების საქმიანობებსა და მდგრადი მომავლის მშენებლობას.
თარიღი:
ქალები სპორტში უთანასწორობასა და ხელშემშლელ ბარიერებს ხშირად აწყდებიან, ზოგჯერ კი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობასაც განიცდიან, თუმცა ამ თემაზე პრაქტიკულად არ საუბრობენ, განსაკუთრებით საჯაროდ, მედიასაშუალებებთან.
თარიღი:
საქართველოში ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. მის მნიშვნელოვან ნაწილს კი კონფლიქტის გენდერულ ანალიზზე ცნობიერების ამაღლება და მედიატორი ქალების მომზადება წარმოადგენს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია კვლავაც ხელს უწყობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის დიალოგს. ამ ხელშეწყობის ნაწილს წარმოადგენს რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები.
თარიღი:
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებასა და დახვეწაზე მუშაობენ. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, რომელიც პარტნიორ უწყებებს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს.
თარიღი:
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სტუდენტების ჩართულობა სრულიად ახალ პერსპექტივებს ქმნის. ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტეგრირებას უჭერს მხარს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების მხარდაჭერას, რომელთა მთავარი მიზანიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებაა.
თარიღი:
უკვე მერვე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს.
თარიღი:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების აქტიურ მონაწილეობას გეგმის ეფექტიან შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, რიგით მეოთხე, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიზნით, თანამშრომლობას აგრძელებენ.
თარიღი:
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას მის ეფექტიანობაში განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
თარიღი:
გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და ზედა რგოლის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 36%-ს იკავებენ. აღნიშნული დისბალანსის შემცირებისა და დასაქმების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლობას აძლიერებენ.