სტატიები

99
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
მარცხი, როგორც მოტივაცია და ნაბიჯი წარმატებისკენ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi-ის ფორმატით, 21 ივლისს საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას ამჯერად ტექნოლოგიებსა და გრაფიკულ ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა გაუზიარეს.
თარიღი:
საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერულად მგრძნობიარე ეკონომიკის მშენებლობისთვის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს შორის ინფორმაციის გაზიარებას პროგრესის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე ქალთა უფლებადამცველებისა და მედიის სათანადო ინფორმირებულობას.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომლის აქტივობებიც „ფონდი ტასოს“, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ქეა კავკასიის მიერ ხორციელდება, სოფლად მცხოვრები ასობით ქალის ცხოვრება შეიცვალა.
თარიღი:
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოს კერძო სექტორთან მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ეს პარტნიორობა თანდათან გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი, ახალი ინიციატივებით ფართოვდება და კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება.
თარიღი:
ყოველწლიური გლობალური ინიციატივა „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა და ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა, რომლის შესრულებაც საბანკო-საფინანსო სექტორს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის შეუძლია.
თარიღი:
500 ქალი ტექნოლოგიებში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თიბისი ბანკის, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისა და IT სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდება.
თარიღი:
ქალთა მხარდაჭერისა და გენდერული თანასწორობისთვის, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიებმა საქართველოში არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყარეს საფუძველი.
თარიღი:
მარცხის ისტორიები, რომლებიც სხვებს გადახდათ, ადამიანებს ხშირად არწმუნებთ, რომ სინამდვილეში დამარცხება არა დასასრული, არამედ ის უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც ლიდერად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს მოსაზრება წარმატებულმა ბიზნესლიდერმა ქალებმა 19 ნოემბერს, თბილისში გამართულ Fuckup Nights-ზე საკუთარი მაგალითებით გაამყარეს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 10 ნოემბერს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ამ თემაზე სასაუბროდ და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბნენ.
თარიღი:
მეწარმე ქალები რეგიონის განვითარებისთვის - ეს იყო თემა, რომლის ირგვლივაც ადგილობრივი 6 მეწარმე ქალი PechaKucha Night-ის პოპულარულ პლატფორმაზე გაერთიანდა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველო თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების აუცილებლობას.
თარიღი:
საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების წახალისების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან 2018 წლიდან, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს.
თარიღი:
როგორია მარცხი, რომელიც სინამდვილეში წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება 26 ივლისს, ბათუმში, Fuckup Nights-ის პოპულარული ფორმატით გაუზიარეს.
თარიღი:
საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის.
თარიღი:
საქართველოში ოჯახში დასაქმებულების - ძიძების, მომვლელების, დამხმარეების და ა.შ 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა.
თარიღი:
პოზიტიური მაგალითების ჩვენებას, სირთულეების დაძლევისა და წარმატებული, ინოვაციური საქმიანობების შესახებ ამბების მოყოლას განსაკუთრებული ძალა აქვს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საკითხი ქალთა მეწარმეობისა და თანასწორი ბიზნესის წახალისებას ეხება.
თარიღი:
მცირე ნაბიჯებს დიდ ზეგავლენამდე მივყავართ - სწორედ ეს სლოგანი იქცა მთავარ ინსპირაციად სოციალური მობილიზაციის კომპონენტში ჩართული, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებმაც 5 ივნისს, გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სამ რეგიონში მოხალისეობრივი ინიციატივები წამოიწყეს.
თარიღი:
გამოცდილების გაზიარება, სწავლა, თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობები ასობით ქალისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, 27-29 აპრილს ქალთა მეწარმეობის პირველი ვირტუალური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სომხეთში სოციალური დაცვის სისტემის შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.