სტატიები

81
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
2022 წლის 8 მარტის მთავარს თემას წარმოადგენს „გენდერული თანასწორობა დღეს ხვალინდელი მდგრადობისთვის“. იგი მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში იმ ქალებისა და გოგოების წვლილის აღიარებას, რომლებიც წარმატებით უძღვებიან კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისა თუ მათზე რეაგირების საქმიანობებსა და მდგრადი მომავლის მშენებლობას.
თარიღი:
ქალები სპორტში უთანასწორობასა და ხელშემშლელ ბარიერებს ხშირად აწყდებიან, ზოგჯერ კი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობასაც განიცდიან, თუმცა ამ თემაზე პრაქტიკულად არ საუბრობენ, განსაკუთრებით საჯაროდ, მედიასაშუალებებთან.
თარიღი:
გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და ზედა რგოლის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 36%-ს იკავებენ. აღნიშნული დისბალანსის შემცირებისა და დასაქმების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლობას აძლიერებენ.
თარიღი:
თანასწორობის თაობის პარიზის ფორუმამდე ერთი დღით ადრე საქართველო გლობალურ მოძრაობას შეუერთდა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალი ვალდებულებები აიღო.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
თარიღი:
ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს, რომლის მისაღწევადაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სამუშაო პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვით დაინტერესდა.
თარიღი:
საფრანგეთის საელჩომ საქართველოში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისებმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე გლობალური მოძრაობა „თანასწორობის თაობა” წარადგინეს.
თარიღი:
გასულ წელს პოპულარულმა ინტერნეტპლატფორმამ „ქალები საქართველოდან“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შშმ ქალებისა და გოგოების შესახებ ახალი რუბრიკა წამოიწყო. ინიციატივის შედეგად უკვე გადაიდგა ის პატარა ნაბიჯები, რომლებიც დიდი ცვლილებებისთვისაა ხოლმე საჭირო.
თარიღი:
კერძო სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, კამპანიის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადება გაავრცელა.
თარიღი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები ზოგადად ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და მათი დაცვა ქალების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თარიღი:
წლების განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემის (გურიის რეგიონი) მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად ლანჩხუთში უწევდა ჩასვლა. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლიდან ქალაქში დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, ამიტომ ადგილობრივები ძალიან წვალობდნენ.
თარიღი:
თანასწორობის მიღწევისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღების 25 წლისთავზე გლობალური კამპანია „თანასწორობის თაობა“ წარადგინა. ინიციატივის მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევის წამოწყებებში უფრო მეტი ახალგაზრდა აქტივისტისა და მომავალი ლიდერის ჩართულობაა.
თარიღი:
ადგილობრივ ხელისუფლებებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლის აქვთ. თუმცა, საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ინიციატივები ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯერ მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა.
თარიღი:
25 წლის ნონა ნონიაშვილმა საკუთარი კომპანიის საწარმოს გახსნა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში გადაწყვიტა, რათა გაჭირვებულ მოსახლეობას დახმარებოდა და ადგილობრივი ქალების გაძლიერებაზეც ეზრუნა.
თარიღი:
სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოში მოქმედ 11 კომპანიაში განხორციელებული საპილოტე პროგრამის გამოცდილებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას აერთიანებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 25 ივნისს, ონლაინპრეზენტაციაზე წარადგინა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში დროის გამოყენების კვლევას პირველად ჩაატარებს.
თარიღი:
COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.
თარიღი:
მარტში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ფეისბუქზე COVID-19-ის კრიზისში ქალთა უფლებების ადვოკატირებისთვის რამდენიმე კამპანია წამოიწყო. სოციალური მედიაპლატფორმის პოპულარობის დახმარებით, კამპანიების გზავნილებმა მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიცვა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის პოლიტიკა სპეციალური კვლევით შეისწავლეს.
თარიღი:
ციფრულ ტექნოლოგიებს 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში, თანასწორობის უზრუნველყოფასა და იმ „ნახტომისებრი“ შესაძლებლობების შექმნაში, რომლებიც გენდერული განსხვავებების აღმოსაფხვრელადაა საჭირო, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, არსებული ბარიერების დაძლევას მოითხოვს.