სტატიები

73
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
მანდატურთა ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილია, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერა.
თარიღი:
დაჯი ლიპარტელიანისა და მისი სტარტაპის ისტორია ერთ-ერთი გამორჩეული ნომინანტი იყო გრეის ჰოპერის ჯილდოზე, რომელიც გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ თიბისი ბანკთან პარტნიორობით დაარსდა.
თარიღი:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებები ქალთა გაძლიერების დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ცალკემდგომ პროექტებს, ისე გენდერული თანასწორობის პროგრამებსა და ინიციატივებში შშმ ქალებისა და გოგოების საკითხების ინტეგრირებასა და მათი ინფორმირებული მონაწილეობის უზრუნველყოფას.
თარიღი:
გამოკითხვის დროს 17 წლის გოგო სავარძელში იჯდა და თვალებში არავის უყურებდა. მოძალადეზე საუბრისას, რომელიც მისი ოჯახის წევრი იყო, გოგოს ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა „ადამიანი“. იგი მას „უსულო საგნად“ მოიხსენიებდა“, - ამბობს გამომძიებელი გვანცა გოგავა.
თარიღი:
ინოვაციურ მეთოდს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად, სხვადასხვა აუდიტორიასთან აქტიურად იყენებს.
თარიღი:
სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულია. ქალები ამ თემაზე არ საუბრობენ, რადგან საზოგადოება ხშირად მომხდარში მათვე ადანაშაულებს. სინამდვილეში კი, დუმილისა და ძალადობრივი წრის გასარღვევად, თანაგანცდის გამოვლენა და მსხვერპლის მხარეს დგომაა მნიშვნელოვანი.
თარიღი:
შეხვედრას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თარიღი:
12-13 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა პირველი საქმიანი ვიზიტით სწორედ გურიას ესტუმრა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
თარიღი:
სასწავლო პლატფორმა ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია.
თარიღი:
მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ დასაქმებული მშობლებისთვის მეგობრული, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება არა მარტო დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც სასარგებლოა.
თარიღი:
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში მოქმედმა 29 ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
თარიღი:
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ამ საჭიროებების განსაზღვრასა და მათ შესახებ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირებაზე კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს.
თარიღი:
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, თუმცა უმნიშვნელოვანესია იმ სხვა ქალების როლი და ძალისხმევაც, რომლებიც პანდემიაზე რეაგირების პროცესებში ეფექტიანად მონაწილეობენ. კრიზისის დროს მათ არაერთი სხვა ქალის მხარდაჭერა შეძლეს.
თარიღი:
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, რომელიც 19-21 მაისს ვიზიტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, იმ ინიციატივებს გაეცნო, რომლებსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამეგრელოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
თარიღი:
ონლაინკურსი „ინოვაციური სტრატეგიები და ციფრული გარდაქმნა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, მაშავისა და მაშავის კარმელის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა.
თარიღი:
ინიციატივა, რომლის მიზანი ქართველი ქალი სტარტაპერებისთვის განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე წარმატების მიღწევაში დახმარებაა, გასულ წელს დაიწყო. მონაწილეობისთვის სულ 12 ფინალისტი შეირჩა, მათგან 7-მა კი სტიპენდია მოიპოვა და თებერვლიდან ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსში ჩაერთო.
თარიღი:
33 წლის ანა სომხეთში, გეგანკუნიკის პროვინციაში, ქალაქ ჩამბარაკში ცხოვრობს და მცირე საოჯახო სასტუმროს მართავს.
თარიღი:
განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის სირთულეებისა და შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, კომპანიებმა, რომლებიც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან, მათ განსახორციელებლად საქართველოში არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს. შედეგად, ქალებმა ორგანიზაციების შიგნით თუ მათ ფარგლებს გარეთ რეალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა მიიღეს.
თარიღი:
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალებს 3 ონლაინტრენინგი ჩაუატარა. მათ შორის იყო სტრესის მართვისა და დროის ეფექტიანად გადანაწილების საკითხები.
თარიღი:
გასულ წელს პოპულარულმა ინტერნეტპლატფორმამ „ქალები საქართველოდან“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შშმ ქალებისა და გოგოების შესახებ ახალი რუბრიკა წამოიწყო. ინიციატივის შედეგად უკვე გადაიდგა ის პატარა ნაბიჯები, რომლებიც დიდი ცვლილებებისთვისაა ხოლმე საჭირო.