სტატიები

17
ნაპოვნი შედეგები
1 - 17 17 შესეგი
თარიღი:
32 წლის ანი ჭყოიძე მაღაზია „ზერო ეფექტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. „ზერო ეფექტი“ წარმოადგენს ნული ნარჩენის სივრცეს, სადაც მსურველებს ეკომეგობრული პროდუქტების, მათ შორის მეწარმე ქალების მიერ დამზადებული ნივთების შეძენა და გარემოსდაცვით საკითხებზე სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
თარიღი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე 35 წლისაა. მისი უშუალო მონაწილეობით, 2019 წელს უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მხარდასაჭერად, ინიციატივა „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ წამოიწყო.
თარიღი:
10 წელია, თამარ იოსელიანი საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს - დარგში, რომელშიც გლობალურად კაცები დომინირებენ. 2018 წლიდან კი ის საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობს და საკუთარი მაგალითით არა მარტო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ ინდუსტრიაში ქალების მონაწილეობის გაზრდაზეც აქტიურად ზრუნავს.
თარიღი:
34 წლის მაიორი ზოია კურტანიძე 2007 წლიდან თავდაცვის ძალებში მსახურობს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში კარიერის მენეჯერი და გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის გენდერის მრჩეველია.
თარიღი:
ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებებს იცავს და 20 წელზე მეტია, ცდილობს, მათი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული.
თარიღი:
ქეთი წილოსანი გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ქალთა ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში აქტიურად მონაწილეობს.
თარიღი:
რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნასტასია არაბული ქალთა საკითხებს აქტიურად აშუქებს და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ნასტასია ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინტერაქტიულ გამოფენაში "ძალადობის ინტერიერი" და მონაწილეობდა #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონში, რომელიც 2018 წელს ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის გაიმართა.
თარიღი:
ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი და ლექტორი ლილი ფულარიანი 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაში მენტორად ჩაერთო. მან ის ტრენერები გადაამზადა, რომლებმაც შემდეგ დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 124 ქალს სოციალური მედია მარკეტინგი და ვებპროგრამირება შეასწავლეს.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს.
თარიღი:
ხატია ღოღობერიძე ქართული ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტია. მისი სტატიები ხშირად ქალების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს ეხმიანება.
თარიღი:
17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა and FarmApp-ის მფლობელია. პარალელურად, იგი ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაზეც მუშაობს.
თარიღი:
MMA-ის მებრძოლი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ქამრის მფლობელი გიგა ჭიკაძე წლების განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიაში „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იყო ჩართული.
თარიღი:
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონში, ცხოვრობს და წლებია, სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული. პანკისის ხეობა, სადაც ძირითადად ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს.
თარიღი:
მაია მახათაძე სასტუმრო „კრონ პლასა თბილისის“ გენერალური მენეჯერია. მას სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 15-წლიანი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ამჟამად მაია ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ერთ-ერთი წევრია. სურს, ამ ფედერაციის დახმარებით, საკუთარი ცოდნა სხვა ქალებსაც გაუზიაროს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ხელი შეუწყოს.
თარიღი:
ქეთევან ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეა. უკვე 10 წელია იგი ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტია.
თარიღი:
ნინო ცომაია (რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით, სახელი შეცვლილია) ორი წელია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორია. 112 საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერია, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს.