სტატიები

24
ნაპოვნი შედეგები
თარიღი:
26 წლის იურისტი ანა ჯიბლაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-7 სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერია. მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროფესიული მოვალეობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებაა.
თარიღი:
წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ხორვატიის საელჩოები საქართველოში.
თარიღი:
59 წლის მანანა ჯინჭარაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, დირექტორთა ეროვნული სკოლის პროგრამის კონსულტანტია.
თარიღი:
30 წლის მეწარმე და სამი შვილის დედა ვივია გურგენიშვილი კახეთში, სოფელ ველისციხეში დაიბადა. ამჟამად ის თბილისში ცხოვრობს და საკუთარ მცირე კომპანიას, „დინოს“ უძღვება. „დინო“ ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებული ნედლეულისგან ბავშვებისთვის ხის ეკომეგობრულ ავეჯსა და სათამაშოებს ამზადებს.
თარიღი:
32 წლის ანი ჭყოიძე მაღაზია „ზერო ეფექტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. „ზერო ეფექტი“ წარმოადგენს ნული ნარჩენის სივრცეს, სადაც მსურველებს ეკომეგობრული პროდუქტების, მათ შორის მეწარმე ქალების მიერ დამზადებული ნივთების შეძენა და გარემოსდაცვით საკითხებზე სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
თარიღი:
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე ელიკო ბენდელიანი არა მარტო მონაწილეობს ამ აქტივობებში, არამედ თავადაც მუდმივად ცდილობს, სამშვიდობო პროცესებში მეტი ქალი და ახალგაზრდა იყოს წარმოდგენილი.
თარიღი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე 35 წლისაა. მისი უშუალო მონაწილეობით, 2019 წელს უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მხარდასაჭერად, ინიციატივა „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ წამოიწყო.
თარიღი:
ნათია მერებაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეა. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს პროკურატურამ, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების განხილვასთან დაკავშირებით, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. ეს ცვლილებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობების დაფინანსებით განხორციელდა.
თარიღი:
10 წელია, თამარ იოსელიანი საზღვაო ინდუსტრიაში მუშაობს - დარგში, რომელშიც გლობალურად კაცები დომინირებენ. 2018 წლიდან კი ის საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობს და საკუთარი მაგალითით არა მარტო ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს, არამედ ინდუსტრიაში ქალების მონაწილეობის გაზრდაზეც აქტიურად ზრუნავს.
თარიღი:
34 წლის მაიორი ზოია კურტანიძე 2007 წლიდან თავდაცვის ძალებში მსახურობს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში კარიერის მენეჯერი და გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის გენდერის მრჩეველია.
თარიღი:
ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებებს იცავს და 20 წელზე მეტია, ცდილობს, მათი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული.
თარიღი:
ქეთი წილოსანი გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ქალთა ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში აქტიურად მონაწილეობს.
თარიღი:
რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნასტასია არაბული ქალთა საკითხებს აქტიურად აშუქებს და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ნასტასია ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინტერაქტიულ გამოფენაში "ძალადობის ინტერიერი" და მონაწილეობდა #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონში, რომელიც 2018 წელს ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის გაიმართა.
თარიღი:
ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი და ლექტორი ლილი ფულარიანი 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაში მენტორად ჩაერთო. მან ის ტრენერები გადაამზადა, რომლებმაც შემდეგ დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 124 ქალს სოციალური მედია მარკეტინგი და ვებპროგრამირება შეასწავლეს.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს.
თარიღი:
2020 წელს ქალთა საერთაშორისო დღის (8 მარტი) თემას „მე ვარ თანასწორობის თაობა: ქალთა უფლებების რეალიზება“ წარმოადგენს. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ კამპანიას „თანასწორობის თაობა“ ეხმიანება, რომელიც 1995 წელს ჩინეთში, პეკინის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად ხორციელდება.
თარიღი:
ხატია ღოღობერიძე ქართული ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტია. მისი სტატიები ხშირად ქალების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს ეხმიანება.
თარიღი:
17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა and FarmApp-ის მფლობელია. პარალელურად, იგი ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაზეც მუშაობს.
თარიღი:
MMA-ის მებრძოლი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ქამრის მფლობელი გიგა ჭიკაძე წლების განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიაში „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იყო ჩართული.