სტატიები

4
ნაპოვნი შედეგები
1 - 4 4 შესეგი
თარიღი:
ექვსდღიანმა ტრენინგმა „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ლტოლვილ ქალებს საქართველოში შეასწავლა, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.
თარიღი:
ნატა ბექაური პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და, ძირითადად, ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, რუსეთიდან 16 წლის ჩამოვიდა.
თარიღი:
ახალი კვლევის თანახმად, ქალი მიგრანტები, რომლებიც საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად არიან წასულები, ხშირად ხანგრძლივ მიგრაციას თავს ვერ აღწევენ. ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობის შეწყვეტას განუსაზღვრელი დროით დებენ, რადგან საქართველოში მყოფ ზრდასრულ შვილებს, მათი ფულადი გზავნილების გარეშე, ადეკვატური საარსებო საშუალებების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.
თარიღი:
პანკისის ხეობაში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და სადაც ძირითადად ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ, 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება რელიგიურად აღარ გაფორმდება. გადაწყვეტილება ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამებმა ხეობის უხუცესთა საბჭოსთან ერთად მიიღეს.