სტატიები

13
ნაპოვნი შედეგები
1 - 13 13 შესეგი
თარიღი:
საქართველოს მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ონლაინკამპანია მიზნად ამ რეალობის შეცვლას ისახავს და მოუწოდებს ყველას, არ იყვნენ გულგრილები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს.
თარიღი:
ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) მუდმივი კოალიციის ან ქსელის შექმნაზე, რომელიც რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხებზე კონსულტაციების გამართვის მიზნით რეგულარულად შეიკრიბება.
თარიღი:
2020 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღებიდან 20 წელი გადის, თუმცა სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს.
თარიღი:
2020 წელს ქალთა საერთაშორისო დღის (8 მარტი) თემას „მე ვარ თანასწორობის თაობა: ქალთა უფლებების რეალიზება“ წარმოადგენს. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ კამპანიას „თანასწორობის თაობა“ ეხმიანება, რომელიც 1995 წელს ჩინეთში, პეკინის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად ხორციელდება.
თარიღი:
თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა გვაქვს, ყოველდღიურად გადავამოწმოთ, ჩვენი ქცევებითა თუ შეხედულებებით ხელს ხომ არ ვუწყობთ გაუპატიურების კულტურის გავრცელებას. საქმე იმაშია, რომ ყველას შეგვიძლია ამგვარი გარემოს წინააღმდეგ მოქმედება, მათ შორის გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებითა და იმ პოზიციით, რომელსაც საჯაროდ ვუჭერთ მხარს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ინფორმაციის გაზიარებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურება.
თარიღი:
უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს.
თარიღი:
დედამ მეორე კურსის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ვეღარ შეძლო, ამიტომ სულ ჩემს სწავლაზე ფიქრობდა.
თარიღი:
ნატა ბექაური პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და, ძირითადად, ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, რუსეთიდან 16 წლის ჩამოვიდა.
თარიღი:
პანკისის ხეობაში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და სადაც ძირითადად ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ, 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება რელიგიურად აღარ გაფორმდება. გადაწყვეტილება ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამებმა ხეობის უხუცესთა საბჭოსთან ერთად მიიღეს.
თარიღი:
„რაგბი ძალისმიერი სპორტია“, „რაგბიში ქალს რა უნდა?“ - სტერეოტიპები, რომლებიც სპორტს ქალურ და კაცურ სახეობებად ჰყოფს, საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რაგბი ძალიან პოპულარულია, ქართველ მორაგბეებს კი უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, ქალთა რაგბი მაინც ნაკლებადაა განვითარებული, ხოლო ქართველ ქალ მორაგბეებს ცოტა თუ იცნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ სტერეოტიპებია.