სტატიები

9
ნაპოვნი შედეგები
1 - 9 9 შესეგი
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული.
თარიღი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს.
თარიღი:
ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) მუდმივი კოალიციის ან ქსელის შექმნაზე, რომელიც რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხებზე კონსულტაციების გამართვის მიზნით რეგულარულად შეიკრიბება.
თარიღი:
ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა და ვირუსის სოციალური შედეგები ქალებზე უკვე მძიმედ აისახა. გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე - კაცები. ქალები არა მარტო დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ისინი ავადმყოფობაზე რეაგირებაშიც უდიდეს როლს ასრულებენ.
თარიღი:
2020 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მიღებიდან 20 წელი გადის, თუმცა სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში გენდერული პერსპექტივის გათვალისწინება კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს.
თარიღი:
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთ-ერთი წინაპირობაა.
თარიღი:
თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობა გვაქვს, ყოველდღიურად გადავამოწმოთ, ჩვენი ქცევებითა თუ შეხედულებებით ხელს ხომ არ ვუწყობთ გაუპატიურების კულტურის გავრცელებას. საქმე იმაშია, რომ ყველას შეგვიძლია ამგვარი გარემოს წინააღმდეგ მოქმედება, მათ შორის გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებითა და იმ პოზიციით, რომელსაც საჯაროდ ვუჭერთ მხარს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ინფორმაციის გაზიარებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ემსახურება.
თარიღი:
უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს.