სტატიები

17
ნაპოვნი შედეგები
1 - 17 17 შესეგი
თარიღი:
მიმდინარე წლის 5 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის, „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ შედეგები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს გააცნო.
თარიღი:
ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში საერთაშორისო ინსტრუმენტის, გენდერული ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. რეფორმა ქვეყანაში კარგი მმართველობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
თარიღი:
საქსტატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2021-2023 წლების გენდერული სტატისტიკის პირველი სტრატეგია დაამტკიცა.
თარიღი:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა თუ შესაბამისი პოლიტიკის დასაგეგმად გენდერულ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ფართოდ გამოყენება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იგი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს.
თარიღი:
გენდერული უთანასწორობა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება: ქალები საჯარო მოხელეების 30%-ს შეადგენენ და ზედა რგოლის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 36%-ს იკავებენ. აღნიშნული დისბალანსის შემცირებისა და დასაქმების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საჯარო სამსახურის ბიურო თანამშრომლობას აძლიერებენ.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით პარტნიორობას აგრძელებს.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან გენდერული პრინციპების მეინსტრიმინგისა და სხვა შესაბამისი ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს.
თარიღი:
10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კვლევის „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა.
თარიღი:
რა ზეგავლენას ახდენს COVID-19 საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე - კომპლექსური კვლევა „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში დროის გამოყენების კვლევას პირველად ჩაატარებს.
თარიღი:
COVID-19-მა ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია.
თარიღი:
ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის გააზრებისა და დაძლევისთვის ამ საკითხის კვლევასა და შესაბამისი მონაცემების ანალიზს არსებითი მნიშვნელობა აქვს.
თარიღი:
პაპა სეკი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსია. მან გაეროს ქალთა ორგანიზაციაში მუშაობა 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტატისტიკასა და მონაცემებთან დაკავშირებულ საქმიანობას ხელმძღვანელობს. პაპა სეკი გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული სტატისტიკის პროგრამას „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მართავს.
თარიღი:
სომხეთის, საქართველოს, მოლდავას, უკრაინის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ სტატისტიკური სისტემების განვითარებაში წვლილის შეტანას კვლავაც გააგრძელებენ და ურთიერთანამშრომლობას გააღრმავებენ.
თარიღი:
სოციალური ინსტიტუტებისა და გენდერული ინდექსის (SIGI) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევრაზიაში მცხოვრები ქალების მიმართ დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად ოჯახში ხდება. გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, ამ დისკრმინაციას ხელს საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმები და პრაქტიკა უწყობს.
თარიღი:
2018 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გენდერული სტატისტიკის პორტალი წარადგინა. პორტალის შექმნით უწყებამ გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, უშიშროების სექტორში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ხელშეწყობის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.