სტატიები

10
ნაპოვნი შედეგები
1 - 10 10 შესეგი
თარიღი:
რა გამოწვევები აქვთ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინდუსტრიაში ქალებსა და გოგოებს და როგორია მათი დაძლევის რეალური მაგალითები - ICT სფეროში დასაქმებულმა ექვსმა სპიკერმა ქალმა საკუთარი შთამბეჭდავი ისტორიები აუდიტორიას პეჩაკუჩა ფორმატით უამბო.
თარიღი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე 35 წლისაა. მისი უშუალო მონაწილეობით, 2019 წელს უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მხარდასაჭერად, ინიციატივა „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ წამოიწყო.
თარიღი:
500 ქალი ტექნოლოგიებში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თიბისი ბანკის, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისა და IT სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდება.
თარიღი:
ონლაინკურსი „ინოვაციური სტრატეგიები და ციფრული გარდაქმნა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, მაშავისა და მაშავის კარმელის სასწავლო ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა.
თარიღი:
ინიციატივა, რომლის მიზანი ქართველი ქალი სტარტაპერებისთვის განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე წარმატების მიღწევაში დახმარებაა, გასულ წელს დაიწყო. მონაწილეობისთვის სულ 12 ფინალისტი შეირჩა, მათგან 7-მა კი სტიპენდია მოიპოვა და თებერვლიდან ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსში ჩაერთო.
თარიღი:
ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ორი სააგენტო, სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად, ექვს ქვეყანაში ახალ ინიციატივას იწყებს. მისი მიზანი ღრმად ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, ოჯახური პასუხისმგებლობების განაწილება და შვილებზე ზრუნვაში კაცების ჩართულობის გაზრდა და პოტენციურ მოძალადეებთან გენდერული ძალადობის პრევენციისთვის მუშაობაა.
თარიღი:
ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი და ლექტორი ლილი ფულარიანი 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაში მენტორად ჩაერთო. მან ის ტრენერები გადაამზადა, რომლებმაც შემდეგ დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში 124 ქალს სოციალური მედია მარკეტინგი და ვებპროგრამირება შეასწავლეს.
თარიღი:
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გენდერული უთანასწორობა კვლავაც მაღალია, რის გამოც ქალები მაღალანაზღაურებადი სამსახურისა და ინოვაციური გამოგონებების მიღმა რჩებიან. შედეგად, მათი საჭიროებები იგნორირებულია, გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა კი - რთული.
თარიღი:
17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა and FarmApp-ის მფლობელია. პარალელურად, იგი ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაზეც მუშაობს.
თარიღი:
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობა კვლავაც დაბალია. ბიჭებთან შედარებით, ამ მიმართულებით განათლებასა და კარიერას გოგოები საქართველოშიც ნაკლებად აგრძელებენ. მათი არჩევანის მთავარი მიზეზი კი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომელიც ტექნოლოგიებს მხოლოდ „კაცების საქმედ“ მიიჩნევს.